კრიშტიანო რონალდოს კონტრაქტს არ უგრძელებენ?

AutoSharing Option
ესპანური პრესა ირწმუნება, რომ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა არ ცდილობს, კრიშტიანო რონალდოს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.

27 წლის პორტუგალიელს ხელშეკრულება 2015 წლის ბოლოს უმთავრდება. "რეალში" მიიჩნევენ, რომ იმ დროისთვის რონიმ შეიძლება დაკარგოს ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა - სისწრაფე.

ამიტომაც მას შესაძლოა, სულაც არ შესთავაზონ ახალი ხელშეკრულება ან მოლაპარაკების პროცესი სისწრაფის დაკარგვაზე აქცენტით დაიწყონ.

ამასობაში არ წყდება ხმები, რომ "რეალი" ძლიერ არის დაინტერესებული რადამელ ფალკაოთი და უკვე მის აგენტსაც გაესაუბრა კლუბის წარმომადგენელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული