27 წლის პორტუგალიელს ხელშეკრულება 2015 წლის ბოლოს უმთავრდება. "რეალში" მიიჩნევენ, რომ იმ დროისთვის რონიმ შეიძლება დაკარგოს ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა - სისწრაფე.
ამიტომაც მას შესაძლოა, სულაც არ შესთავაზონ ახალი ხელშეკრულება ან მოლაპარაკების პროცესი სისწრაფის დაკარგვაზე აქცენტით დაიწყონ.
ამასობაში არ წყდება ხმები, რომ "რეალი" ძლიერ არის დაინტერესებული რადამელ ფალკაოთი და უკვე მის აგენტსაც გაესაუბრა კლუბის წარმომადგენელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"