გვარდიოლა ალვეშის, პიკეს, ფაბრეგასისა და ვილიას გაყიდვას აპირებდა

AutoSharing Option
ფრანსუა გალიარდო, რომელიც საფეხბურთო აგენტია, აგრძელებს საზოგადოების გაოცებას საკუთარი განცხადებებით.

რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ ლონდონის "ჩელსის" მცველი ჯონ ტერი "ვალენსიასთან" მოლაპარაკებებს მართავს და შესაძლოა ზამთარში ესპანეთში გადაბარგდეს.

ამჯერად კი გალიარდომ ხოსეპ გვარდიოლას "ბარსელონიდან" წასვლის საკუთარი ვერსია გააჟღერა.

"გვარდიოლამ როსელს ოთხი პირობა წაუყენა, რომლის შესრულების შემთხვევაში ის კლუბთან კონტრაქტს გაახანგძლივებდა.

ერთ-ერთი პირობა იყო ოთხი ფეხბურთელის გაყიდვა - დანი ალვეში, ჟერად პიკე, სესკ ფაბრეგასი და დავიდ ვილია.

პირველი სამის მოშორება იმიტომ უნდოდა, რომ თლიდა ისინი საერთო საქმის ერთგულნი არ იყვნენ,
ხოლო ვილიას გაყიდვა სპორტული თავლსაზრისიდან გამომდინარე.

განსაკუთრებით პეპი ფაბრეგასით იყო იმედგაცრუებული, როგორც ადამიანით. როსელმა კი იცოდა, რომ ამ ფეხბურთელების გაყიდვას ფანები უბრალოდ ვერ გაიგებდნენ", - თქვა გალიარდომ.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული