"ეს ჩემი პირველი მატჩი იყო ამ სტადიონზე. დებიუტი შედგა, გოლის გატანა მოვახერხე.
მიხარია, რომ საქმეები კარგად მიმდის, გუნდს დავეხმარე და ყოველ მომდევნო მატჩში მოედანზე უფრო მეტ დროს ვატარებ.
გამარჯვებას ადვილად ვერასდროს მიაღწევ. ახლა ესპანეთის თასზე უნდა მოვიგოთ "ალავესთან". სტუმრად მათთან თამაში ყოველთვის რთულია", - თქვა ვილია.