ლიონელ მესი "ოქროს ბუცის" მფლობელია

AutoSharing Option
28 ოქტომბერს ლიონელ მესიმ ესპანური ფეხბურთის ლეგენდის, ლუის სუარესის ხელიდან ევროპული ფეხბურთის ბომბარდირისთვის დაწესებული "ოქროს ბუცი" ჩაიბარა, კარიერაში მეორედ.

ლიონელ მესიმ 2011/12 წლების სეზონში ლა ლიგაში 50 გოლი გაიტანა, რაც ევროპის კონტინენტზე საუკეთესო მაჩვენებელია.

"ჩემი აზრით, ეს ტიტული არ არის ინდივიდუალური, არამედ - გუნდური. ჩემი თანაგუნდელთა დახმარების გარეშე ამას ვერ მოვახერხებდი. ეს პრიზი გოლების გატანისთვისაა, მაგრამ გოლებს მარტო ვერ გაიტან", - თქვა მესიმ.

"მესის ბუნებისგან მონიჭებული აქვს ყველაფერი, რაც ფეხბურთელს ესაჭიროება: ნიჭი, ოსტატობა, სისწრაფე, გოლების ალღო. მესიმ ფეხბურთის ისტორია შეცვალა",
- განაცხადა სუარესმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაასწორეთ რავარც იქნა? ;)
ა.ჩი
15:06 30-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული