"მიხარია, რომ ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას ვუბრუნდები. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ, სადაც ძირითადში ადგილისთვის დიდი კონკურენციაა, მაგრამ "ბარსელონა" ბევრ ტურნირში გამოდის, ამიტომ მწვრთნელს შეუძლია ჩემი იმედი ჰქონდეს.
თუმცა, როგორც ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს, მეც უფრო მეტი თამაში მინდა. იმედი მაქვს, მომავალ შეხვედრაში მოედანზე გავალ", - თქვა ვილიამ.