პსჟ კრიშტიანო რონალდოს სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს იხდის?!

AutoSharing Option
ყოველდღიურად ევროპულ პრესაში ათობით სატრანსფერო სპეკულაციას ვკითხულობთ, რომელთა უდიდესი ნაწილი საბოლოოდ ჭორი გამოდგება ხოლმე, თუმცა სხვა რა გზაა.

ახლა იტალიურ პრესაში გაჩნდა ცნობა, რომ ახალი სეზონიდან შეიხმა ალ-ტანიმ, რომელიც პსჟ-ის მფლობელია, პარიზულ გუნდში ორი პორტუგალიელის გადაყვანა მოინდომა - ჟოზე მოურინიოსი და კრიშტიანო რონალდოსი.

ამბობენ, რონალდოს სანაცვლოდ არაბი შეიხი "რეალს" 100 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად 27 წლის ფეხბურთელს კი წელიწადში 18 მილიონ ევროს დაუნიშნავს ხელფასის სახითო. ახლა რონალდო "რეალში" სეზონში 10 მილიონ ევროს იღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული