ესპანეთი. კოპა დელ რეი. 1/32-ფინალი. I მატჩები: კაპიტანი კაკა, ძმები და 17 წლის ტალანტი

AutoSharing Option
სამეფო თასზე კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. თავისი ვალი პირნათლად მოიხადა ჟოზე მოურინიოს "რეალმა" - "ალკოიანო" 4:1 გაანადგურა.

ამ თამაშში "რეალის" ლიდერის როლში ბრაზილიელი კაკა ვიხილეთ. საპასუხო შეხვედრას აზრი არა აქვს, გარდა იმისა, რომ ვალენსიის რეგიონის მოკრძალებული გუნდი, რომელსაც ოდესღაც 4 სეზონი უთამაშია ელიტაში, ბურთს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გააგორებს.

სელტა - პირველი მსხვერპლი ელიტიდან?

პრიმერადივიზიონის პირველი გუნდი, რომელიც "სამეფო თასს" შესაძლოა, დაემშვიდობოს, ვიგოს "სელტაა".

თუმცა ეს ლოგიკას მოკლებული არ იქნება, რადგან გალისიელები ლა ლიგაში ახლა აღზევდნენ, "ალმერია" კი ამასვე ახალ სეზონში აპირებს.

მოკლედ, მეტ-ნაკლებად თანაბარი გუნდები წარდგნენ "მედიტერანეოსზე" და ანდალუსიელებმა 2:0 იმარჯვეს.

ეს კი საპასუხო ბრძოლის წინ დიდი უპირატესობაა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, ხონათანმა და აბელმა დაამწუხრეს გალისიელები. პირველი გოლის მერე "სელტას" მას მერე უფრო გაუჭირდა, რაც მსაჯმა ხონათან ვილა გააძევა.

მალაგას კარგი ვარჯიში
მანუელ პელეგრინის "მალაგა" ესტრემადურას პროვინციას ეწვია და ადგილობრივ "კასერენიოს" 4:3 მოუგო.

სტუმართა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა პარაგვაელმა ფორვარდმა როკე სანტა კრუსმა დუბლით. რა თქმა უნდა, ამ დაპირისპირების გამარჯვებულის ვინაობა თითქმის გარკვეულია, მაგრამ კასერესელებმა საქვეყნოდ ცნობილ გუნდს, რომელიც ერთადერთია ჩემპიონთა ლიგაში, რომელსაც გოლი არ გაუშვია, ერთბაშად სამი გაუტანეს და თამაშშიც აყვნენ.

"კასერენიო" მანამდე იბრძოდა გააფთრებით, სანამ გოლკიპერი ვარგასი არ გაუძევეს. თამაშის შემდეგ მასპინძელთა თავკაცმა ხულიო კობოსმა სიამაყით განაცხადა, რომ მისმა ფეხბურთელებმა სული და გული მოედანზე დატოვეს. პელეგრინი კი ფიქრობს, რომ ამ წყვილში ჯერ ყველაფერი არ გადაწყვეტილა.

ოვაცია და მარცხი
გრან კანარიაზე "რაიო ვალეკანოს" თავკაც პაკო ხემესს დიდი ოვაცია მოუწყვეს, ყოფილი მწვრთნელის სიყვარული "ლას პალმასის" ფანებს არ განელებიათ. მიუხედავად ამისა, პაკო შინ დამწუხრებული გაუშვეს - 1:0 მოუგეს.

თამაშის ბედი დიდად განსაზღვრა მეკარე დანი ხიმენესის გაძევებამ უკვე მე-5 წუთზე! ერთადერთი გოლის ავტორი ტიევი ბოფუმაა, რომელიც გასულ სეზონში "ესპანიოლში" თამაშობდა. "რაიო ვალეკანოს" საპასუხო შეხვედრაში შურისძიების შანსი მიეცემა.

სიმეონე ყველაფერს იგებს
დიეგო სიმეონეს, იგივე "ელ ჩოლოს" გუნდმა პირველი მატჩი სტუმრად 3:0 მოიგო და ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედიც გადაწყვიტა.

არგენტინელმა "ხაენთან" დასვენების საშუალება რადამელ ფალკაოს მისცა. მასპინძელთა ბედი კი მაშინ გადაწყდა, როცა პირველ ტაიმში მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა და მცველი დანიელ ტორესი გააძევეს.

სხვათა შორის, ადრიან ლოპესმა ახალ სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა, ხოლო ახალგაზრდა ოლივერ ტორესს პირველად მიეცა შანსი, მას მერე, რაც თავი წინასასეზონო შეკრებაზე გამოიჩინა. ყველაზე ცუდი მადრიდელთათვის კი კრისტიან "სებოლა" როდრიგესის ტრავმა იყო.

ორი ელიტელის უღიმღამო ჯახი
ორი ელიტელის დაპირისპირებაში ყველაფერი წინაა - არანდას გოლით "სარაგოსამ" პირველი რაუნდი კი მოიგო, მაგრამ ნოემბერში არაგონელებს ანდალუსიაში მოუწევთ ჩასვლა და ერთბურთიანი უპირატესობის შენარჩუნებაზე ზრუნვა.

"გრანადა" მანოლო ხიმენესის გუნდთან მეორედ დამარცხდა ამ სეზონში. სხვათა შორის, ოთხშაბათის დაპირისპირებებიდან ყველაზე არასანახაობრივი ეს მატჩი იყო.

მოუმ შანსები არიგა
"ალკოიანოსთან" ჟოზე მოურინიომ ყველას მისცა თავის გამოჩენის შანსი, ვისაც აქამდე ეს შანსი არ ეძლეოდა. "სამეფო კლუბმაც", ქარიმ ბენზემას დუბლის წყალობით, რასაც კაკას და ხოსე როდრიგესის გოლებიც დაერთო, მასპინძლებს 4:1 მოუგო.

ამ შეხვედრაში არ უთამაშია იკერ კასილიასს. ამიტომაც კაპიტნის სამკლავური კაკამ გაიკეთა და დიდებულადაც ითამაშა. კარგი იყო ბენზემაც და ნაჩო ფერნანდესი, ხოლო ახალგაზრდა ნახევარმცველმა ხოსე როდრიგესმა (არ აგვერიოს ფორვარდ ხესეში) ჟოზე მოურინიოს კარზე დააკაკუნა ("მარკას" ვაციტირებთ), 66-ე წუთზე გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ალექსი და ნაჩო ძმები არიან.

ჟოზე მოურინიო: "ჩვენ არ ვხუმრობთ, საქმეს სერიოზულად ვუდგებით. ჩვენ გვინდა ესპანეთის თასი".

ესპანეთი. კოპა დელ რეი. 1/32-ფინალი. I მატჩები
ალმერია-სელტა 2:0
სელტა: სერხიო - სამუელი (46. კაბრალი), ვილა, ხონი, ბელვისი - მადინდა, ბუსტოსი - დე ლუკასი (63. მალიო), ტომასი, ტონი (64. აბალო) - პარკი.
გოლები: 1:0 ხონათანი (53), 2:0 აბელ მოლინერო (87)

კასერენიო-მალაგა 3:4
მალაგა: კამენი - ველიგტონი, ელიზეუ, ხურადო (46. ალექს პორტილიო), რესიო (75. ხუანმი) - იტურა, სება ფერნანდესი, დუდა, ბუონანოტე - სანტა კრუსი (77. ფაბრისი), ონიევუ.
გოლები: 0:1 ონიევუ (4), 0:2 სანტა კრუსი (20), 1:2 ხარაისი (36), 2:2 ჩაპი (42), 2:3 დუდა (59-პენ), 2:4 სანტა კრუსი (71), 3:4 ესტევე (87)

ლას პალმასი-ვალეკანო 1:0
რაიო ვალეკანო: დანი ხიმენესი - სუელტონი (72. ტიტო), ლაბაკა, გალვესი, ნაჩო, აბუ (9. კობენიო) - ლ. ბანგურა, ადრიანი, ტრაშორასი, ფ. ვასკესი - ბილე ნილსენი (65. დელიბაშიჩი).
გოლი: 1:0 ტიევი (21)

ხაენი-ატლეტიკო 0:3
ატლეტიკო: კურტუა - სილვიო, კატა დიასი, პულიდო, სისმა - გაბი (65. საული), მ. სუარესი - კოკე (59. ადრიან ლოპესი), რ. გარსია, კ. როდრიგესი (77. ოლივერ ტორესი) - დ. კოშტა.
გოლები: 0:1 დ. კოშტა (27-პენ), 0:2 ადრიან ლოპესი (62), 0:3 რ. გარსია (93)

სარაგოსა-გრანადა 1:0
სარაგოსა: ლეო ფრანკო - სეპუნარუ, ალვარო, პარედესი, აბრაამი - მოვილია, რომარიკი - სუკულინი (55. ვილჩესი), ვიქტორი (70. პოშტიგა), ედუ ორიოლი (81. ბაბობიჩი) - არანდა.
გრანადა: რობერტო - ნიომი, დიახატე, მაინსი, ანგულო - ირინეი, ბრაიმი (74. ლუსენა) - ხუანმა ორტისი, ელ-არაბი (67. ორელიანა), ბენიტესი - ფლორო ფლორესი.
გოლი: 1:0 არანდა (79)

ალკოიანო-რეალი 1:4
რეალი: ადანი - ალბიოლი, ვარანი, რ. კარვალიო, ნაჩო - ესიენი (59. მოდრიჩი), ალექსი (46. ხ. როდრიგესი) - კალეხონი, კაკა, მორატა - ბენზემა.
გოლები: 0:1 ბენზემა (20), 0:2 კაკა (34), 0:3 ხ. როდრიგესი (66), 1:3 ლარა (76), 1:4 ბენზემა (88)

ეიბარი-ბილბაო 0:0
ბილბაო: რ. ფერნანდესი - ირაოლა, სან ხოსე, ამორებიეტა, აურტენეჩე - სუსაეტა, ანდერი, იტურასპე, ი. გომესი (46. მუნიაინი) - ტოკერო (46. დე მარკოსი), ფ. ლორენტე (73. ადურისი).

საპასუხო მატჩები - 28 ნოემბერს


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული