ესპანეთი. ლა ლიგა. X ტური: ჟოზე მოურინიოს ასი მოგება, ტიტო ვილანოვას რეკორდი

AutoSharing Option
ვიდეო
ტიტო ვილანოვას ლა ლიგაში 10 მატჩი დასჭირდა, რომ კატალონიური გრანდის ისტორიაში შესულიყო: 9 გამარჯვება და 1 ფრე - 28 ქულა 30 შესაძლებლიდან!

ასეთი სტარტი კლუბის ისტორიაში არც ერთ მწვრთნელს არ ჰქონია, არც ვან გაალს, არც კრუიფს და არც გვარდიოლას. მოკლედ, ტიტო უკვე "ბარსას" ისტორიაა.

ჟოზე მოურინიომ კი "სარაგოსას" 4:0 ძლევით "რეალში" მეასე გამარჯვება გაიფორმა.

"ბარსა" ერთპიროვნული ლიდერი გახდა, რადგან "ატლეტიკოს" საოცარი სერია "მესტალიაზე" შეწყდა.

პირველი მარცხი როსალედაზე
31 წლის გარემარბ პიტის დუბლი მანუელ პელეგრინის "მალაგას" სეზონში პირველ საშინაო მარცხად დაუჯდა.
უკვე თამაშის დასაწყისში პიტიმ ახალგაზრდა ლეო კარილიო ბაპტიშტაოს ჩაწოდება გამოიყენა.

შემდეგ "ელვები" შანსებს ანიავებდნენ, რის გამოც დაისაჯნენ - ხოაკინის საჯარიმოს თავი მარტინ დემიკელისმა დაუხვედრა.

გაგიკვირდებათ და, მეორე ტაიმი "რაიოს" უპირატესობით წარიმართა და სტუმრებმა მე-60 წუთზე სავსებით დამსახურებული გოლი გაიტანეს. კომბინაციის ავტორები იგივენი იყვნენ - ლეო კარილიო და პიტი.

ამის მერე კი "მალაგამ" გამოიღვიძა, მაგრამ გვიანი იყო: სავიოლას, ისკოს და ხოაკინის დარტყმები მეკარემ მოიგერია.

ტიაგო უგოლოდ დარჩა
თამაშის წინ ლიონელ მესიმ პუბლიკას "ოქროს ბუცი", ხოლო ჩავიმ ასტურიის პრინცის ჯილდო წარუდგინა.

ლიონელ მესიმ ვერ გაიტანა გოლი, რომლის მიძღვნაც თავისი ახალდაბადებული შვილისთვის სურდა, მაგრამ მისმა "ბარსელონამ" უპრობლემოდ მოიპოვა სამი ქულა "სელტას" დამარცხებით - 3:1.

თამაში მას მერე გაცოცხლდა, რაც ადრიანომ ანგარიში გახსნა. მალევე ვალდესს აუგუსტო ფერნანდესის დარტყმული ხელიდან გაუვარდა და ბურთს პირველმა მარიო ბერმეხომ მიუსწრო. ორ წუთში დავიდ ვილიამ კვლავ დააწინაურა თავისიანები.

მეორე ტაიმში ვილიამ უკვე ალბას გაატანინა (აშკარა თამაშგარედან). სამწუხაროდ, პირველ ტაიმში სერიოზული ტრავმა მიიღო ადრიანომ. ის დაახლოებით 3 კვირას გამოტოვებს.

მოდრიჩის და ესიენის სადებიუტო
რაც "რეალის" მწვრთნელია, ჟოზე მოურინიომ საიუბილეო, მე-100 გამარჯვება მოიპოვა. პირველი ტაიმის ორწუთიან მონაკვეთში არაგონელთა კარში იგუაინმა და დი მარიამ გაიტანეს, ბოლოს კი თავი ესიენმა და მოდრიჩმა გამოიჩინეს.

დაგვეთანხმებით, იგუაინის გარდა, როგორც წესი, "რეალში" სხვებს გააქვთ. ესიენისთვის და მოდრიჩისთვის სულაც პირველი გოლები იყო "რეალის" მაისურით, ხოლო დი მარიამ ამ სეზონში მე-2 გაიტანა.

პირველ და მეორე ორგოლეულს შორის იყო დრო, როცა მასპინძლებს გაუჭირდათ - ხოსე მარიმ ხარიხას გაარტყა ბურთი, ხოლო ელდერ პოშტიგას მსაჯმა არ ჩაუთვალა გოლი, მაგრამ საბოლოოდ "სამეფო კლუბმა" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და მე-3 ადგილზე გადავიდა.

ფალკაოს თავი გაუტეხეს
მადრიდის "ატლეტიკომ" სეზონში პირველი მარცხი იგემა. მადრიდელთა ლიდერმა რადამელ ფალკაომ თავი ვერაფრით გამოიჩინა (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მეტოქესთან ბრძოლაში თავი გაიტეხა).

მაურისიო პელეგრინოს გუნდი რამის შორეული პასის შემდეგ რობერტო სოლდადომ ბრწყინვალე გოლით დააწინაურა. ფორვარდმა ბურთს დაშვება არ აცალა, ისე დაარტყა "ატლეტიკოს" კარში. მეორე გოლი კი უკვე მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე გავიდა, როცა "ვალენსია" 10 კაცით თამაშობდა. სოფიან ფეგულიმ ნელსონ ვალდესი მოძებნა, პარაგვაელმაც ანგარიშს წერტილი დაუსვა - 2:0.

ბასკებს ნამუსი ბილბაომ მოწმინდა
არგენტინელმა მცველმა დიეგო კოლოტომ პირველად გაიტანა "ესპანიოლის" მაისურით და ეს დარტყმა მნიშვნელოვანი გამოდგა. ამ გოლით ბარსელონელებმა "ანოეტაზე" მოიგეს. ამ დროს ბასკი ფანები მონტანიეს გადადგომას ითხოვდნენ.

პორტუგალიელმა ბრუნო გამამ მოაგებინა "დეპორტივოს" "მალიორკასთან" მატჩში. ეს "დეპორის" მხოლოდ მეორე გამარჯვება იყო, პირველი კი პირველ ტურზე მოდის.

"ოსასუნა" უპირატესობას ფლობდა "ვალიადოლიდთან" მატჩში, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ომარის კონტრშეტევა გაეპარა, რომელიც გერმანელმა ებერტმა გოლით დაასრულა. ბასკური გუნდებიდან მხოლოდ "ბილბაომ" მოიგო, არიც ადურისის დუბლის წყალობით.

ლა ლიგა. X ტური
მალაგა-ვალეკანო 1:2
მალაგა (4-3-3): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ელიზეუ - პორტილიო (72. დუდა), ნაჩო კამაჩო, იტურა (46. სანტა კრუსი) - ხოაკინი, სავიოლა (72. ბუონანოტე), ისკო.
რაიო ვალეკანო (4-4-1-1): კობენიო - ტიტო, ლაბაკა, როდრი (46. გალვესი), კასადო - ხოსე კარლოსი, ფუეგო, ტრაშორასი, პიტი (71. ლ. ბანგურა) - ა. დომინგესი - ლეო კარილიო (83. დელიბაშიჩი).
გოლები: 0:1 პიტი (11), 1:1 დემიკელისი (49), 1:2 პიტი (60)
გაფრთხილება: დემიკელისი, კამაჩო, დუდა - პიტი, კობენიო, ლაბაკა, ლეო კარილიო, ტრაშორასი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 11-10 (4-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 24 000

ბარსელონა-სელტა 3:1 (იხილეთ ვიდეო)
ბარსელონა (3-4-3): ვალდესი - ადრიანო (39. დანი ალვეში), მასკერანო, ალბა - პედრო, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა - ფაბრეგასი (46. ბარტრა), მესი, ვილია (77. სანჩესი).
სელტა (4-4-1-1): ვარასი - მალიო, ვილა, ტუნიესი, ლაგო - ა. ფერნანდესი (87. ტონი), ოუბინია, ა. ლოპესი (79. პარკი), კრონ-დელი - ბერმეხო (66. დე ლუკასი) - ასპასი.
გოლები: 1:0 ადრიანო (21), 1:1 ბერმეხო (24), 2:1 ვილია (26), 3:1 ალბა (60)
გაფრთხილება: ბარტრა - ასპასი, ოუბინია
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 13-11 (6-4); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 80 000

რეალი-სარაგოსა 4:0 (იხილეთ ვიდეო)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, პეპე, ალბიოლი, არბელოა (81. ნაჩო) - მოდრიჩი, ესიენი - დი მარია (72. კალეხონი), იოზილი, რონალდო - იგუაინი (68. ბენზემა).
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სეპუნარუ, ლოოვენსი, ალვარო, აბრაამი - მოვილია, ხოსე მარი (86. რომარიკი) - ვ. როდრიგესი (73. ალამო), აპონიო, მონტანიესი - პოშტიგა (78. არანდა)
გოლები: 1:0 იგუაინი (22), 2:0 დი მარია (24), 3:0 ესიენი (88), 4:0 მოდრიჩი (91)
გაფრთხილება: მოდრიჩი, რამოსი - აბრაამი, სეპუნარუ
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 20-13 (11-3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 70 000

ვალენსია-ატლეტიკო 2:0 (იხილეთ ვიდეო)
ვალენსია (4-4-1-1): დიეგო ალვეში - ჟ. პერეირა, რამი (63. რუისი), რ. კოშტა, სისოკო - ფეგული, გაგო, ტინო კოსტა, გუარდადო - ჟონასი (81. ბანეგა) - სოლდადო (88. ვალდესი).
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - ტიაგო (69. მ. სუარესი), გაბი (66. რ. გარსია) - არდა თურანი, ემრე (56. კ. როდრიგესი), ადრიან ლოპესი - ფალკაო.
გოლები: 1:0 სოლდადო (20), 2:0 ვალდესი (95)
გაფრთხილება: კოშტა, რუისი, პერეირა, სისოკო - არდა, ტიაგო, მირანდა, ფალკაო
გაძევება: კოშტა (90)
კუთხური: 1-10; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 6-13 (2-2); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 45 000

სოსიედადი-ესპანიოლი 0:1
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა (73. როსი), ილარამენდი - ესტრადა (65. გ. კასტრო), ჩაბი პრიეტო (79. იფრანი), ველა - აგირეჩე.
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - რ. როდრიგესი, კოლოტო, მორენო, ვ. ალვარესი - ბაენა, კ. გომესი - ს. გარსია (63. სტუანი), ვერდიუ, ვაკასო (63. ალფონსო) - ლონგო (85. სიმაო).
გოლი: 0:1 კოლოტო (77)
გაფრთხილება: გონსალესი - ვაკასო, გომესი, ლონგო, ბაენა, სტუანი, ალვარესი
კუთხური: 11-7; ჯარიმა: 16-23; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 16-8 (8-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 26 500

დეპორტივო-მალიორკა 1:0
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - ლაურე, მარჩენა, ზე კაშტრო, აიოსე - ბერგანტინიოსი, ხ. დომინგესი - გამა (73. კამუნიასი), ვალერონი, პიცი - რიკი (66. ოლივეირა).
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ნსუე, ჟერომელი, ა. კონსეისაო, ბიგასი - პინა, მარტი (63. ფონტასი) - არისმენდი (57. ჯოვანი დოს სანტოსი), ვიქტორი, მ. პერეირა (57. მ. ფერნანდესი) - ჰემედი.
გოლი: 1:0 გამა (30)
გაფრთხილება: პიცი - არისმენდი, ჟერომელი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 7-15; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 13-19 (3-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 28 000

ოსასუნა-ვალიადოლიდი 0:1
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - დამია, რუბენი, არიბასი, ნანო - პუნიალი, ლო - სეხუდო (71. მასუდი), არმენტეროსი (87. ტიმორი), სისი (79. ლოლო) - კიკე სოლა.
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, რუედა, ვალიენტე (28. სერენო), ბალენსიაგა - ნეირა (55. სასტრე), ვ. პერესი - ებერტი, ოსკარი, ომარი - მანუჩო.
გოლი: 0:1 ებერტი (83)
გაფრთხილება: რუბენი, არმენტეროსი - პერესი, მანუჩო, ნეირა
გაძევება: რუბენი (76)
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 17-5 (4-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 15 000

გრანადა-ბილბაო 1:2
გრანადა (4-2-3-1): ტონიო - ნიომი, დიახატე (71. ფლორო ფლორესი), მაინსი, სიკეირა - ირინეი (82. ორელიანა), მ. რიკო - ტორჟე (78. იგჰალო), ბრაიმი, დ. ბენიტესი - ელ-არაბი.
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, გურპეგი, ამორებიეტა, აურტენეჩე - იტურასპე (54. სან ხოსე), დე მარკოსი - სუსაეტა, მუნიაინი, ი. გომესი (78. კასტილიო) - ადურისი (66. ფ. ლორენტე).
გოლები: 0:1 ადურისი (12), 0:2 ადურისი (26), 1:2 ელ-არაბი (53)
გაფრთხილება: დიახატე, ბრაიმი, ტორჟე, სიკეირა, ფლორესი - ამორებიეტა, გურპეგი, ლორენტე
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 24-15 (9-8); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 11 000

სევილია-ლევანტე 0:0
სევილია (4-2-3-1): პალოპი - სისინიო, ფასიო, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მადურო (58. რეიესი), მედელი - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი (82. კამპანია), ლუნა (74. ბ. დიავარა) - ნეგრედო.
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, დ. ნავარო, ხუანფრანი - იბორა, დიოპი (73. მიჩელი) - რიოსი (69. რუბენ გარსია), ბარკერო (87. პალიარდო), ხუანლუ - მარტინსი.
გაფრთხილება: მედელი - მარტინსი
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 9-8; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 14-2 (6-1); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 32 500

ხეტაფე-ბეტისი 5 ნოემბერი, 00:30

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 ბარსელონა 10 9 1 1 32-12 28
2 ატლეტიკო 10 8 1 1 22-11 25
3 რეალი 10 6 2 2 25-7 20
4 მალაგა 10 5 3 2 14-7 18
5 ლევანტე 10 5 2 3 12-14 17
6 ბეტისი 9 5 1 4 13-13 16
7 სევილია 10 4 3 3 12-11 15
8 ვალიადოლიდი 10 4 2 4 15-11 14
9 ვალენსია 10 4 2 4 13-12 14
10 ხეტაფე 9 4 1 5 10-12 13
11 ვალეკანო 10 4 1 5 13-23 13
12 სარაგოსა 10 4 0 6 9-15 12
13 მალიორკა 10 3 2 5 10-15 11
14 ბილბაო 10 3 2 5 14-20 11
15 სელტა 10 3 1 6 11-14 10
16 დეპორტივო 10 2 4 4 15-20 10
17 სოსიედადი 10 3 1 6 10-15 10
18 ესპანიოლი 10 2 3 5 12-15 9
19 გრანადა 10 2 2 6 9-17 8
20 ოსასუნა 10 1 2 7 8-15 5

მომდევნო ტური
9 ნოემბერი:
ბეტისი-გრანადა.

10 ნოემბერი:
რაიო ვალეკანო-სელტა, ესპანიოლი-ოსასუნა, სარაგოსა-დეპორტივო, მალაგა-რეალ სოსიედადი.

11 ნოემბერი:
ვალიადოლიდი-ვალენსია, ბილბაო-სევილია, მალიორკა-ბარსელონა, ატლეტიკო-ხეტაფე, ლევანტე-რეალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული