დანარჩენი მატჩები კი 10 და 11 ნოემბერს გაიმართება: გრანდები კვირას თამაშობენ - "ბარსელონა" ბალეარის კუნძულებზე ჩადის, ხოლო "რეალი" - ვალენსიაში, ქალაქის მეორე გუნდთან სათამაშოდ.
კაცი, რომელიც ცენტრფორვარდებს ჭამს
"ბარსელონას" რიგებში სიახლე უხვადაა, მაგრამ სანამ ამ ცვლილებებზე ვიტყვით, ტიტო ვილანოვას ერთ თავისტკივილზე უნდა მოგახსენოთ, რომელიც თითქოს არსაიდან გაჩნდა - ლიონელ მესი და დავიდ ვილია ერთმანეთს ვეღარ
ერთხელ, მეორედ და უკვე მესამედ გლაზგოს "პარკჰედზე", ეს უკვე აღარ არის შემთხვევითობა - მესიმ და ვილიამ მოედანზე უკვე მესამედ წაიჩხუბეს.
როგორც წესი, კონფლიქტის ინიციატორი არგენტინელია, რომელიც გამუდმებით პასის დაგვიანებისთვის ეჩხუბება ასტურიელ ფორვარდს.
"სელტიკთან" მატჩში ვილიამ იმის ნაცვლად, რომ ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი მესისთვის პასი მიეცა, კარისკენ დაარტყა, რასაც ლეოს უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა, ვალში კი, ტრადიციულად, არც "ელ გუახე" დარჩა.
იმას არ ვამტკიცებთ, რომ მესი და ვილია ერთმანეთს სამკვდროდ გადაეკიდნენ, თუმცა მეგობრებიც რომ არ არიან, ცხადია - მესის სამეგობრო "ბარსაში" პინტო, მასკერანო, დანი ალვეშით შემოიფარგლება, მაგრამ ეს დაძაბული ურთიერთობა ყველაზე მეტად ვილანოვას აზარალებს, რომელსაც შეუთანხმებლად მოქმედი ფორვარდები ჰყავს.
მესი გუნდის ლიდერია, მას შეუძლია (და ამას ხშირადაც აკეთებს) მატჩის ბედი "ბარსას" სასარგებლოდ გადაწყვიტოს. ეს კარგად ესმით ჩავის, ინიესტას, სესკს, ალვეშს და ალბას და მესი მათგან პირველი მოთხოვნისთანავე (ან ამის გარეშეც) იღებს პასებს. ანალოგიურად იქცევიან ტელიო და ალექსის სანჩესი, თუმცა ამის მისაღწევად ლეოს ერთი-ორი დაბღვერა დასჭირდა.
აი, ვილია კი სხვა საქმეა - ის თავისი ქმედებით არ სცნობს მესის ლიდერობას, მაგრამ ვილია ცენტრფორვარდია და ბუნებრივია, მატჩის ბედის გადაწყვეტა მისი საქმეცაა. ასე იყო ყველა გუნდში, სადაც "ელ გუახეს" უთამაშია და ახლა სხვანაირ ყოფას ის ვერ ეგუება.
გამოდის, რომ... მიუხედავად იმისა, რომ მესი უფრო უკმეხად იქცევა და ვილია მხოლოდ პასუხობს ხოლმე, გუნდის ინტერესებისთვის პრობლემა ვილიაშია. ზოგადად, მესის გვერდით ცენტრფორვარდები ვერ ხარობენ - ეტოო, იბრაჰიმოვიჩი, კრკიჩი... "ბარსაში" აღარც ერთია.
ჩავის გარდა
"ბარსამ" შოტლანდიურ გუნდს ბურთის ფლობის რეკორდული მაჩვენებლით აჯობა - 80 20-ის წინააღმდეგ; სტუმრებმა 902:122 აჯობეს მასპინძლებს პასებში; "სელტიკმა" 18-ჯერ ჩააწოდა მეტოქის საჯარიმოში - მხოლოდ დანი ალვეშმა კი 19-ჯერ; კუთხურებიც "ბარსასი" იყო - 7:2. და, მიუხედავად ამისა - კატალონიელებმა წააგეს!
ამასობაში კარლეს პუიოლი უკვე ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს. ვიცით, რა კაპიტნის ხასიათი, არ გამოვრიცხავთ, რომ "მალიორკასთანაც" ითამაშოს.
ბალეარული კლუბი ახლა ყველაზე ცუდ ფორმაშია ლა ლიგაში - ბოლო 6 მატჩიდან 5 წააგო და მე-13 ადგილზე დაეშვა.
ლიონელ მესიმ "პარკჰედზე" გოლი ტიაგოს უძღვნა, ახლახან შეძენილ ვაჟს. მომდევნო გოლი კი არგენტინელისთვის 2012-ში 75-ე იქნება და ის პელეს მიღწევას გაიმეორებს.
ტიტოს გუნდი პალმას გარკვეული პრობლემებით ეწვევა: საკადრო პრობლემებია დაცვაში, რის გამოც, ერთ დროს სანაქებო დაცვა ძალიან ბევრს უშვებს, მესი და ვილია ერთად ვერ თამაშობენ, ალექსის სანჩესი ყოველ ტურში ამტკიცებს, რომ "ბარსას" დონის ფეხბურთელი ვერ არის.
ერთადერთი კაცი, რომლის მიმართაც პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეს, ჩავია - 32 წლის ფეხბურთელმა შოტლანდიაში ფენომენალური ფეხბურთი ითამაშა: მისი, 170-დან 165 პასი ზუსტი იყო (97^%), კატალონიელთა აბსოლუტურად ყველა შეტევამ ჩავიზე გაიარა!
მადრიდელი მუსიკოსები
ტურს "რეალი" "სიუტატ დე ვალენსიაზე" დაასრულებს, სადაც ყოჩაღ "ლევანტეს" ესტუმრება. ჩემპიონატში ჟოზე მოურინიოსთვის არ არსებობს შეღავათი - დასაკარგავი ქულების ლიმიტი ამოწურულია.
არადა, "ლევანტეს" ხელეწიფება გრანდების გამწარება. მით უმეტეს, რომ ახლა ვალენსიური კლუბი შესანიშნავ ფორმაშია - 6-დან 4 შეხვედრა მოიგო ბოლოს.
ჟოზეს გონსალო იგუაინი არ ეყოლება, რომელიც დაახლოებით სამ კვირას იუქმებს. საეჭვოა ქარიმ ბენზემას თამაშიც. ყველაზე სავარაუდოა, რომ პორტუგალიელი ცენტრფორვარდად თანამემამულე კრიშტიანო რონალდოს დააყენებს, რომელსაც ბოლო მატჩებში ვეღარ გააქვს, თუმცა პეპესთან ერთად მუსიკალური ალბომის ჩაწერით ერთობა.
ვარჯიში განაახლა ფაბიო კოენტრაომ, თუმცა მარსელო და ხედირა კლვავ ლაზარეთში არიან.
ბიელსას ბოლო შანსი?
სხვა მატჩებიდან გამოვყოფთ მცირე მადრიდულ დერბის, მეორეადგილოსან "ატლეტიკოსა" და "ხეტაფეს" შორის.
შეგახსენებთ, რომ 23-მატჩიანი წაუგებელი სვლის მერე დიეგო სიმეონეს გუნდმა ჯერ "ვალენსიასთან" წააგო, შემდეგ კი ევროთასებზე 16-მატჩიანი მოგების სერიაც შეწყვიტა კოიმბრაში "აკადემიკასთან" მარცხით.
საინტერესო იქნება "ბილბაოსა" და "სევილიას" დაპირისპირება. შეიძლება ეს მარსელო ბიელსას ბოლო შანსიც კი იყოს.
ესპანეთი. ლა ლიგა. XI ტური
9 ნოემბერი
ბეტისი-გრანადა 1:2
10 ნოემბერი
ვალეკანო-სელტა 19:00
ტრავმა: როდრი - ლიორკა, ინსა
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +8=7-5, (22-17)
ესპანიოლი-ოსასუნა 21:00
დისკვალიფიკაცია: ვაკასო - გონსალესი
ტრავმა: ლოპესი - ლამა, ბერტრანი, ნინო, მასუდი, პუნიალი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +8=5-11, (25-30)
სარაგოსა-დეპორტივო 23:00
ტრავმა: ობრადოვიჩი, ლანძარო - აგილარი, ვასკესი, სალომაო, ოლივეირა, მარჩენა, აიოსე
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +9=10-13, (39-45)
მალაგა-სოსიედადი 01:00
დისკვალიფიკაცია: კამაჩო, დემიკელისი (მალ)
ტრავმა: მონრეალი, ბაპტიშტა - ელუსტონდო, ბრავო, იფრანი (?), ზურუტუზა, ბერგარა, კადამურო, გრიზმანი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +6=5-11, (29-38)
11 ნოემბერი
ვალიადოლიდი-ვალენსია 15:00
დისკვალიფიკაცია: კოშტა (ვალ)
ტრავმა: ებერტი, სერენო, ვალიენტე (?) - კანალესი, მატიო
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +9=7-12, (30-41)
ბილბაო-სევილია 19:00
ტრავმა: გალარეტა, პერესი, ეკიზა - დელ მორალი, პეროტი, ბოტია, ტროხოვსკი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +8=10-16, (37-55)
მალიორკა-ბარსელონა 20:50
ტრავმა: ნუნიეში, სანტოსი, ჟ. ვიქტორი, მარკესი, ლოპესი, ნავარო, ხიმენესი - ალკანტარა, მუნიესა, პუიოლი, ადრიანო, კვენკა, აბიდალი
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +7=5-20, (28-62)
ატლეტიკო-ხეტაფე 22:45
ტრავმა: კოშტა - გავილანი (?), აბრაამი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +9=5-4, (27-17)
ლევანტე-რეალი 00:30
ტრავმა: გეკასი, დუდკა - ბენზემა, იგუაინი, ხედირა, მარსელო, ფ. კოენტრაო (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +3=1-8, (9-32)
შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ბარსელონა | 10 | 9 | 1 | 1 | 32-12 | 28 |
2 | ატლეტიკო | 10 | 8 | 1 | 1 | 22-11 | 25 |
3 | რეალი | 10 | 6 | 2 | 2 | 25-7 | 20 |
4 | ბეტისი | 11 | 6 |
1 |
4 |
18-17 | 19 |
5 | მალაგა | 10 |
5 |
3 |
2 |
14-7 | 18 |
6 | ლევანტე | 10 |
5 |
2 |
3 |
12-14 |
17 |
7 | სევილია | 10 | 4 | 3 | 3 | 12-11 | 15 |
8 | ვალიადოლიდი | 10 | 4 | 2 | 4 | 15-11 | 14 |
9 | ვალენსია | 10 | 4 | 2 | 4 | 13-12 | 14 |
10 | ხეტაფე | 10 |
4 | 1 | 5 | 12-16 | 13 |
11 | ვალეკანო | 10 | 4 | 1 | 5 | 13-23 | 13 |
12 | სარაგოსა | 10 | 4 | 0 | 6 | 9-15 | 12 |
13 | მალიორკა | 10 | 3 | 2 | 5 | 10-15 | 11 |
14 | ბილბაო | 10 | 3 | 2 | 5 | 14-20 | 11 |
15 | გრანადა | 11 | 3 |
2 |
6 |
11-18 |
11 |
16 | სელტა | 10 | 3 | 1 | 6 |
11-14 |
10 |
17 | დეპორტივო | 10 |
2 | 4 |
4 |
15-20 |
10 |
18 | სოსიედადი | 10 |
3 |
1 |
6 |
10-15 |
10 |
19 | ესპანიოლი | 10 | 2 | 3 |
5 |
12=15 |
9 |
20 | ოსასუნა | 10 | 1 | 2 | 7 | 8-15 | 5 |
ბომბარდირები:
13 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 11 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 10 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 8 - არიც ადურისი (ბილბაო).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"