ესპანეთის ნაკრები: მატა დაბრუნდა, ველით სუსაეტას დებიუტს

AutoSharing Option
9 ნოემბერს ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ ნაკრების შემადგენლობა დაასახელა პანამის გუნდთან ამხანაგური მატჩისთვის.

მარკიზმა სიტყვა შეასრულა, ხუან მატა ნაკრებში დააბრუნა, როგორც რამდენიმე დღის წინ შეპირდა მედიას. 19-კაციან სიაში ერთი პოტენციური დებიუტანტია - ბილბაოს "ატლეტიკის" გარემარბი მარკელ სუსაეტა.

24 წლის ნახევარმცველს აქამდე მხოლოდ ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია.

მარკელ სუსაეტა ლასკურაინი ჰიპუსკოას პროვინციის ქალაქ ეიბარში დაიბადა. ის 10 წლის ასაკიდან "ატლეტიკშია", დებიუტი პირველ გუნდში კი 19 წლის ასაკში ჰქონდა.

მატჩი პანამაში 14 ნოემბერს გაიმართება.

ესპანეთის ნაკრები
მეკარეები: ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა),
იკერ კასილიასი (რეალი).
მცველები: მარტინ მონტოია, ხორდი ალბა (ბარსელონა), სერხიო რამოსი, რაულ ალბიოლი (რეალი), ხუანფრანი (ატლეტიკო).
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა, სესკ ფაბრეგასი, სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), ხავი მარტინესი (ბაიერნი), ბენიატ ეჩებარია (ბეტისი), სანტი კასორლა (არსენალი), მარკელ სუსაეტა (ბილბაო).
თავდამსხმელები: დავიდ ვილია, პედრო როდრიგესი (ბარსელონა), ხესუს ნავასი (სევილია), რობერტო სოლდადო (ვალენსია), ხუან მატა (ჩელსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული