ჟოზე მოურინიო ქარიმ ბენზემას არ სწყალობს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ქარიმ ბენზემას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ სათადარიგოთა სკამზე უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე მოედანზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე ფრანგმა ფეხბურთელმა მწირი სათამაშო დროის გამო დაიჩივლა.

ესპანელმა ჟურნალისტებმა ამის შესახებ კომენტარის გაკეთება მოურინიოს სთხოვეს. პორტუგალიელმა კი მოკლედ უპასუხა:

"ყოველი მატჩის დროს სკამზე 90 წუთს ვატარებ".

გარდა ამისა "განსაკუთრებულმა" განაცხადა, რომ "ლევანტეს" წინააღმდეგ ცენტრფორვარდად კრიშტიანო რონალდო ითამაშებს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული