ესპანეთი. ლა ლიგა. XI ტური: ლიონელ მესიმ ფეხბურთის მეფეს აჯობა

AutoSharing Option
პალმაში, მატჩის 44-ე წუთზე ლა ლიგაში მე-14 გოლი შეაგდო, რომელიც მისთვის 2012 წელს 75-ეა. ამით ლეო ფეხბურთის ლეგენდა პელეს გაუთანაბრდა, რომელმაც 1958 წელს 75 გოლი გაიტანა. მალე არგენტინელმა ბრაზილიელის შედეგი გააუმჯობესა.

ახლა მომდევნო სამიზნე გერდ მიულერის 1972 წლის მიღწევაა.

პარასკევის მატჩი
ანდალუსიურ დერბის მოულოდნელი გამარჯვებული ჰყავს - "გრანადამ" სევილიაში შეძლო "ბეტისის" დამარცხება.

ანგარიში რუმინელმა გაბრიელ ტორჟემ მეკარე ადრიანის შეცდომის შემდეგ გახსნა. "ვერდიბლანკომ" მეორე ტაიმში შესანიშნავი გოლით გაათანაბრა, ალექს მარტინესის ჩაწოდებულს საჯარიმოს ცენტრში რუბენ კასტრო გამოეხმაურა.

ამის მერე თამაში "გაიხსნა", თუმცა
ამით ხეირი "გრანადამ" ნახა. მიკელ რიკომ, რომელიც საუკეთესო იყო ორივე გუნდში, წინ გამოსულ ადრიანს გაუტანა. რიკოს გოლის მერე ორივე გუნდის კარი თითოჯერ იხსნეს ძელებმა.

რაიოს გაელვება
"ვალეკასზე" "რაიო ვალეკანომ" 0:2 შემოატრიალა და სამი ქულა მოიპოვა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ეს გმირობა 10-კაციან "სელტასთან" ჩაიდინეს, გალისიელებს მე-40 წუთზე გუსტავო კაბრალი გაუძევეს.

"სელტამ" ჯერჯერობით ყველა საგარეო შეხვედრა წააგო პრიმერაში. არადა, სტარტი დამაიმედებელი იყო - გალისიელთა საუკეთესო ფეხბურთელმა იაგო ასპასმა კბილი მოუსინჯა მეკარე კობენიოს. მართალია, პირველი დუელი მადრიდელმა მოიგო, მაგრამ შემდეგ ორში თავდამსხმელმა იმარჯვა.

გოლები გაჭრილი ვაშლის ნაჭრებივით ჰგავდა ერთმანეთს. პირველის ასისტენტი ალექს ლოპესი იყო, მეორის - მიკაელ კრონ-დელი.

ტაიმის მიწურულს მეორე ყვითელი ბარათი მიიღო არგენტინელმა კაბრალმა და ინიციატივაც "ელვების" მხარეს გადავიდა. პირველი საპასუხო გოლი 20 წლის ბრაზილიელის, ლეო კარილიო ბაპტიშტაოს ანგარიშზეა. მან კასადოს ჩაწოდებულს თავური შეაგება. შემდეგ "ჩორი" დომინგესის ჩაწოდებულს მცველი ტიტო შესწვდა. ბოლოს კი დელიბაშიჩის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად პიტიმ აქცია.

ფსკერზე
ბოლოსწინა და ბოლოადგილოსანთა დაპირისპირება ამ უკანასკნელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს. "ოსასუნამ" ბარსელონაში 3:0 გაანადგურა "ესპანიოლი", თუმცა ნავარული კლუბი კვლავ ბოლო ადგილზე დარჩა.

29 წლის კანარელმა ალვარო სეხუდომ გახსნა ანგარიში. მანვე მეორე ტაიმში კიკე სოლას გოლისას იკისრა ასისტენტობა, შემდეგ კი სოლას ნაცვლად გამოსულმა მანუელ ომვუმ დაუსვა მაურისიო პოჩეტინოს გუნდის წვალებას წერტილი.

შემოტრიალება არაგონულად
"ლა რომალედაზე" 8-გოლიანი თრილერი ვნახეთ - "სარაგოსა" 0:2-ს აგებდა, მაგრამ საბოლოოდ 5:3 იმარჯვა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისიდან პიცის გაძევების გამო (მეორე ყვითელი ბარათი მან სიმულაციისთვის მიიღო) "დეპორტივო" 10 კაცით თამაშობდა.

დუბლი შეასრულა მასპინძელთა პორტუგალიელმა ფორვარდმა ელდერ პოშტიგამ.

ბასკური გამობრწყინება
"რეალ სოსიედადმა" "მალაგას" დამარცხებით 4-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და გავარდნის ზონას თავი დააღწია.

პირველ ტაიმში სტუმარი კარლოს ველას გოლს ხავიერ სავიოლამ უპასუხა, მეორეში კი ბასკები ხელახლა და საბოლოოდ დაწინაურდნენ - მცველის შეცდომით ჩაბი პრიეტომ ისარგებლა, მოატყუა გოლკიპერი და ბურთი ცარიელ კარში გაიტანა.

ვალენსიას პირველი ქულა
მართალია, "ვალენსია" "ვალიადოლიდთან" მხოლოდ ქულას გამორჩა, თუმცა მაურისიო პელეგრინოს გუნდი მაინც კმაყოფილი უნდა იყოს: "ლოს ჩემ" პირველი ქულა მოიპოვა ამ სეზონში სტუმრად, ბოლო 4 ტურში მას საგარეო შეხვედრებში გოლიც არ ჰქონდა გატანილი, თანაც 11 ნოემბერს "ღამურებმა" მატჩი 10 კაცით დაასრულეს.

ალი სისოკომ მატჩის გმირობიდან ანტიგმირობამდე გაიარა გზა: ჯერ მან გუარდადოს ჩაწოდებული მოიგდო და ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმში კი ომარი წააქცია საჯარიმოში, წითელი ბარათი მიიღო, ხოლო მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.

"ვალენსიას" რიგებში გამოვყოფთ ევერ ბანეგას, რომელიც ნელ-ნელა საუკეთესო ფორმას უბრუნდება. 0:1-ზე მსაჯმა რობერტო სოლდადოს გოლი არ ჩათვალა (თამაშგარე მდგომარეობა), თორემ მოვლენები შეიძლება, სულ სხვანაირად განვითარებულიყო.

ბარსას რეკორდი
სხვა მატჩები: "ბილბაომ", როგორც იქნა, გაახარა "სან მამესი" "სევილიას" 2:1 დამარცხებით. ამ შეხვედრაში გოლით აღნიშნა ეროვნულ ნაკრებში მიწვევა მასპინძელთა გარემარბმა მარკელ სუსაეტამ.

ლეო მესის დუბლით "ბარსელონამ" მორიგი გამარჯვება ჩაიწერა (4:2 სტუმრად "მალიორკასთან"), რითაც ლა ლიგის რეკორდი ("რეალს" ეკუთვნის) გაიმეორა - 11 მატჩში 10 გამარჯვება და 1 ფრე.

"ატლეტიკოს" მადრიდულ დერბიში ("ხეტაფესთან") არ გასჭირვებია, თუმცა რადამელ ფალკაომ თავისი გოლი ვერ გაიტანა.

ლა ლიგაში მოასპარეზეთაგან მხოლოდ "დეპორტივო" დაიკვეხნის, რომ მის სტადიონზე კრიშტიანო რონალდოს არ გაუტანია.

11 ნოემბერს ბოლოსწინა ბასტიონი, "სიუტატ დე ვალენსია" დაემორჩილა პორტუგალიელს, სადაც "ლევანტე" თამაშობს. წყალბურთში კი "რეალმა" იმარჯვა - 2:1.

ესპანეთი. ლა ლიგა. XI ტური
ბეტისი-გრანადა 1:2
გოლები: 0:1 ტორჟე (8), 1:1 რ. კასტრო (62), 1:2 მ. რიკო (73)
ბეტისი (4-2-3-1): ადრიანი - ნელსონი (87. ა. ლოპესი), პაულაუ, პერკისი, ა. მარტინესი - კანიასი, ბენიატი - რ. კასტრო, სევილია (49. ხ. პერეირა), ხუან კარლოსი (82. ნოსა) - მოლინა.
გრანადა (4-2-3-1): ტონიო - ნიომი, დიახატე, ბ. გომესი, ანგულო - ირინეი, მ. რიკო - ტორჟე (68. ორელიანა), ბრაიმი (76. ხუანმა ორტისი), დ. ბენიტესი - ელ-არაბი (87. ფლორო ფლორესი).
გაფრთხილება: პაულაუ - ანგულო, გომესი, დიახატე, ბრაიმი, ორტისი, ბენიტესი, ფლორესი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 14-12 (3-3); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 35 000

ვალეკანო-სელტა 3:2
გოლები: 0:1 ასპასი (12), 0:2 ასპასი (34), 1:2 ლეო კარილიო (59), 2:2 ტიტო (66), 3:2 პიტი (82-პენ)
რაიო ვალეკანო (4-4-1-1): კობენიო - ტიტო, ლაბაკა (60. დელიბაშიჩი), ამატი (46. გალვესი), კასადო - ხოსე კარლოსი, ტრაშორასი, ფუეგო, პიტი - ა. დომინგესი - ლეო კარილიო (85. ადრიანი)
სელტა (4-2-3-1): ვარასი - მალიო, ვილა, ტუნიესი, ლაგო - კაბრალი, ა. ლოპესი (42. ბუსტოსი) - ა. ფერნანდესი (54. ბელვისი), ბერმეხო (65. ტონი), კრონ-დელი - ასპასი.
გაფრთხილება: პიტი, ამატი, გალვესი, დელიბაშიჩი - ფერნანდესი, კაბრალი, კრონ-დელი, ბუსტოსი, ტუნიესი
გაძევება: კაბრალი (39)
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 29-7 (8-2); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 12 500

ესპანიოლი-ოსასუნა 0:3
გოლები: 0:1 სეხუდო (22), 0:2 კიკე სოლა (62), 0:3 ომვუ (76)
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - რ. როდრიგესი, კოლოტო, მორენო, ვ. ალვარესი - ვ. სანჩესი, ფორლინი (49. სიმაო) - ს. გარსია, ვერდიუ, კ. გომესი (56. ლონგო) - სტუანი.
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - დამია, არიბასი, ფლანიო, ნანო - ლო, ტიმორი - სეხუდო (64. ოიერი), არმენტეროსი (80. რ. ტორესი), სისი - კიკე სოლა (67. ომვუ).
გაფრთხილება: სტუანი, მორენო - ტიმორი, არმენტეროსი, დამია, არიბასი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 8-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 18-11 (5-6); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 23 500

სარაგოსა-დეპორტივო 5:3
გოლები: 0:1 გამა (12), 0:2 რიკი (21), 1:2 აპონიო (28-პენ), 2:2 მონტანიესი (60), 3:2 ალვარო (66), 4:2 პოშტიგა (77), 5:2 პოშტიგა (82), 5:3 ბოდიპო (92)
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სეპუნარუ, ლოოვენსი, ალვარო, აბრაამი - სუკულინი (25. არანდა), მოვილია - ვ. როდრიგესი (82. ე. ორიოლი), აპონიო, მონტანიესი - პოშტიგა (86. რომარიკი).
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - ლაურე, აიტამი, ზე კაშტრო, პინტო - ხ. დომინგესი, ბერგანტინიოსი (82. ანდრე სანტოსი) - გამა, ვალერონი (52. კამუნიასი), პიცი - რიკი (82. ბოდიპო).
გაფრთხილება: ლოოვენსი, აბრაამი, ალვარო, სეპუნარუ - პინტო, პიცი, კამუნიასი, ლაურე
გაძევება: პიცი (49)
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 23-12 (9-5); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 27 000

მალაგა-სოსიედადი 1:2
გოლები: 0:1 ველა (1), 1:1 სავიოლა (37), 1:2 ჩაბი პრიეტო (59)
მალაგა (4-1-4-1): კაბალიერო - გამესი (46. იტურა), ონიევუ, ველიგტონი, ს. სანჩესი - ტულალანი - ხოაკინი (72. სება ფერნანდესი), ისკო, პორტილიო (61. სანტა კრუსი), ელიზეუ - სავიოლა.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - პარდო (92. ესტრადა), ილარამენდი - ჩაბი პრიეტო, ველა, გ. კასტრო (68. ხოსე ანხელი) - იფრანი (79. აგირეჩე).
გაფრთხილება: გამესი, ტულალანი, ველიგტონი, იტურა - ი. მარტინესი, ველა
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12-8 (4-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 28 000

ვალიადოლიდი-ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 სისოკო (14), 1:1 ვ. პერესი (63-პენ)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, რუედა, პენია, ბალენსიაგა - რუბიო (70. სასტრე), ვ. პერესი - ომარი (84. ნეირა), ოსკარი, ბუენო (77. პენია) - მანუჩო.
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რამი, რუისი, სისოკო - გაგო (77. ჟონასი), პარეხო - ფეგული, ბანეგა (68. ტინო კოსტა), გუარდადო - ვალდესი (46. სოლდადო).
გაძევება: სისოკო (64)
კუთხური: 2-10; ჯარიმა: 8-9; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 9-15 (2-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 16 500

ბილბაო-სევილია 2:1
გოლები: 1:0 დე მარკოსი (27), 2:0 სუსაეტა (46), 2:1 ნეგრედო (79-პენ)
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ირაოლა, გურპეგი, ამორებიეტა, აურტენეჩე - დე მარკოსი, იტურასპე, ანდერი - სუსაეტა, ადურისი (76. სან ხოსე), მუნიაინი (71. ისმა ლოპესი).
სევილია (4-3-3): პალოპი - კალა, ფასიო, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მედელი (64. კონდობია), მადურო (46. ბ. დიავარა), კამპანია (47. რეიესი) - ხესუს ნავასი, ნეგრედო, რაკიტიჩი.
გაფრთხილება: სუსაეტა, მუნიაინი, დე მარკოსი, ანდერი, ირაოლა, იტურასპე - კამპანია, კალა, მედელი, ფასიო, სპაჰიჩი
გაძევება: ანდერი (76)
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 11-20; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 9-16 (2-7); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 45 000

მალიორკა-ბარსელონა 2:4
გოლები: 0:1 ჩავი (28), 0:2 მესი (44), 0:3 ტელიო (45), 1:3 პერეირა (55), 2:3 ვიქტორი (58-პენ), 2:4 მესი (70)
მალიორკა (4-4-1-1): ავატე - ჩ. ნავარო (81. მ. ფერნანდესი), ჟერომელი, ა. კონსეისაო, ბიგასი - ნსუე, პინა, მარტი (72. ფონტასი), მ. პერეირა - ვიქტორი - ჰემედი (46. ალფარო).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო (83. ბარტრა), პიკე, ალბა (86. მონტოია) - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი - ტელიო, მესი, ვილია (65. სანჩესი).
გაფრთხილება: მარტი - ბუსკეტსი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 18-5; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 5-12 (3-5); ბურთის ფლობა: 27%-73%.
მაყურებელი: 18 500

ატლეტიკო-ხეტაფე 2:0
გოლები: 1:0 ადრიან ლოპესი (24), 2:0 არდა თურანი (42)
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი, გაბი - არდა თურანი (84. ემრე), რ. გარსია (65. კ. როდრიგესი), ადრიან ლოპესი (83. კოკე) - ფალკაო.
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა (46. მანე), ალექსისი, რაფა, მ. ტორესი - ხ. როდრიგესი, ხ. ტორესი (59. ლაფიტა) - პედრო ლეონი, ბარადა, დ. კასტრო - ა. ვასკესი (60. ალკასერი).
გაფრთხილება: გაბი, სუარესი - როდრიგესი, ალექსისი, კასტრო, მ. ტორესი
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 20-13; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 14-9 (4-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 48 000

ლევანტე-რეალი 1:2
გოლები: 0:1 რონალდო (21), 1:1 ანხელი (62), 1:2 მორატა (84)
შენიშვნა: ჩაბი ალონსომ ვერ გაიტანა პენალტი (73)
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, დ. ნავარო, ხუანფრანი - იბორა, დიოპი (86. რუბენ გარსია) - ელ-ჟარი (54. ანხელი), ბარკერო (86. მიჩელი), ხუანლუ - მარტინსი.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა (69. კაკა), სერხიო რამოსი, პეპე, ფ. კოენტრაო - ესიენი, ჩაბი ალონსო - კალეხონი, იოზილი (82. მორატა), დი მარია - რონალდო (46. ალბიოლი).
გაფრთხილება: ბალესტეროსი, იბორა, ელ-ჟარი, ხუანლუ, ნავარო, რიოსი (სკამზე) - რონალდო
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 26-13; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 11-19 (4-6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 18 000

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 11 10 1 0 36-14 31
2. ატლეტიკო 11 9 1 1 24-11 28
3. რეალი 11 7 2 2 27-8 23
4. ბეტისი 11 6 1 4 18-17 19
5. მალაგა 11 5 3 3 15-9 18
6. ლევანტე 11 5 2 4 13-16 17
7. ვალეკანო 11 5 1 5 16-25 16
8. ვალიადოლიდი 11 4 3 4 16-12 15
9. ვალენსია 11 4 3 4 14-13 15
10. სევილია 11 4 3 4 13-13 15
11. სარაგოსა 11 5 0 6 14-18 15
12. ბილბაო 11 4 2 5 16-21 14
13. სოსიედადი 11 4 1 6 12-16 13
14. ხეტაფე 11 4 1 6 12-18 13
15. მალიორკა 11 3 2 6 12-19 11
16. გრანადა 11 3 2 6 11-18 11
17. სელტა 11 3 1 7 13-17 10
18. დეპორტივო 11 2 4 5 18-25 10
19. ესპანიოლი 11 2 3 6 12-18 9
20. ოსასუნა 11 2 2 7 11-15 8

ბომბარდირები
15 - ლეო მესი (ბარსელონა); 12 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 10 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო).

მომდევნო ტური
17 ნოემბერი
ოსასუნა-მალაგა, ვალენსია-ესპანიოლი, ბარსელონა-სარაგოსა, რეალი-ბილბაო.

18 ნოემბერი
დეპორტივო-ლევანტე, სელტა-მალიორკა, ხეტაფე-ვალიადოლიდი, გრანადა-ატლეტიკო, სევილია-ბეტისი.

19 ნოემბერი
რეალ სოსიედადი-რაიო ვალეკანო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სათაურში შეცდომაა: მესი ფეხბურთის მეფეს კიარ გაუტოლდა, ლეომ ეგრეთ წოდებული ფეხბურთის მეფის რეკორდი დაამხო.
zaza
15:31 12-11-2012
0
ავტორ შეცდომა გაქ :) რანაირად აიღო 1 ქულა ვალენსიამ გასვლაზე ? რეალთან ფრე მე ვითამაშე :))) ?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული