ეს იქნება "ფურია როხას" პირველი ვიზიტი ამ ესპანურენოვან ქვეყანაში. მსოფლიოს ჩემპიონებს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლიათ, თუმცა პანამასთან დაპირისპირება ვერ გახდება წინასწარ სერიოზული სჯა-ბაასის საბაბი.
ერთ სიახლეზე კი აუცილებლად ვიტყვით - 14 ნოემბერს ესპანეთის ნაკრები ახალ ფორმას გამოსცდის, რომელიც სპეციალურად კონფედერაციათა თასისთვისაა შეკერილი.
კონფედერაციათა თასი ივნისში, ბრაზილიაში გაიმართება და ის ბრაზილიელი ორგანიზატორებისთვის მუნდიალის გენერალური რეპეტიცია იქნება.
ესპანეთის ნაკრები, როგორც ევროპის ჩემპიონი მონაწილეობს ამ ტურნირში. მთავარი სიახლე მაისურზე V-ს ფორმის ყვითელი
"ადიდასმა" მადრიდში, ლას როსასის საფეხბურთო პავილიონში წარადგინა ნაკრების ახალი ამუნიცია. მაისურის შემქმნელთა თქმით, ეს არის მცდელობა, გაიმეორონ გასული საუკუნის 20-იანი წლების შტრიხები, ანუ იმ დროის ფორმა, როცა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ფეხს იდგამდა. ახალი მაისურების ფასი 80 ევროა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"