ხუან მატა: ესპანეთის ნაკრებში დაბრუნება მახარებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ხუან მატა, რომელმაც ესპანეთის ნაკრებში ამხანაგური მატჩი ჩაატარა პანამასთან, გახარებულია, რომ ვისენტე დელ ბოსკემ ის ეროვნულ გუნდში დააბრუნა.

ჰავბეკი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბელორუსისა და საფრანგეთის ნაკრებების წინააღმდეგ მატჩებში "წითელი ფურიას" რიგებს მიღმა დარჩა, თუმცა პანამის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური შეხვედრისთვის, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, 5:1 დასრულდა, ვისენტე დელ ბოსკემ ის კვლავ ნაკრებში გამოიძახა.

"ბოლო დროს ნაკრების გარეთ დარჩენის გამო დამწუხრებული ვიყავი, მაგრამ ამჯერად კვლავ ბიჭების გვერდით აღმოვჩნდი, - თქვა მატამ. - გამარჯვება იოლად არ მოგვიპოვებია. პანამელები
ბოლო დროს კარგად თამაშობენ და აქვთ შანსი, მუნდიალზე მოხვდნენ".

24 წლის ფეხბურთელის აზრით, მოთამაშეთა მდგომარეობაზე პანამურმა სიცხემ ძალიან იმოქმედა - მატჩის დროს ტემპერატურა 30 გრადუსს აჭარბებდა.

"ფიზიკური კონდიციები არ იყო ოპტიმალური, თუმცა კარგი თამაშის ჩვენება მაინც მოვახერხეთ. დავდგით საფეხბურთო სპექტაკლი და ახლა ესპანეთში ბრწყინვალე განწყობით ვბრუნდებით", - უთხრა მატამ Goal.com-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული