ხოსეპ გვარდიოლა "ბარსელონადან" ფეხბურთელების გამო წავიდა?

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა დანიელ ალვეშმა აღიარა, რომ გუნდიდან ხოსეპ გვარდიოლას წასვლა ფეხბურთელების ბრალი იყო.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა "ბარსას" ისტორიაში ერთი-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი იყო, მაგრამ 2011/12 წლების სეზონის ბოლოს ფეხბურთისგან დასვენება გადაწყვიტა და გუნდი დატოვა.

ალვეშის თქმით, ამაში ბრალი ფეხბურთელებსაც მიუძღვით.

"პეპმა თქვა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში წავიდოდა, თუ მას აღარ დავუჯერებდით. მოედანზე მისი მითითებების მიხედვით არ ვმოქმედებდით და ამიტომ ფეხბურთელები მის წასვლასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას განიცდიან"
, - თქვა ალვეშმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული