ასე დაიწყო "წითელისა" და "მწვანეს" დაპირისპირება. მას მერე "სევილიამ" 51 ოფიციალური დერბი მოიგო, "ბეტისმა" - 36, 28 თამაში კი ფრედ დასრულდა.
აი, ასეთი ლამაზი სანახაობა აკლდა ლა ლიგას ორი სეზონის განმავლობაში,
მოკლედ, "წითლები" ("სევილია") ანდალუსიის დედაქალაქის ცენტრში არიან დაბინავებულნი, "მწვანეები" ("ბეტისი") კი - ქალაქის სამხრეთ გარეუბანში.
ახლა "ბეტისი" უკეთეს პოზიციაზეა, პეპე მელის გუნდი მეოთხეა, მაშინ, როცა მიჩელის - მე-10. თუმცა მათ შორის მხოლოდ 4 ქულაა. მოკლედ, კვირა საღამოს დიდებული სანახაობა გველის..
ეყოფა სარაგოსას 200%?
"თუ ჩვენ "კამპ ნოუზე" რამის მიღწევა გვსურს, საკუთარი ძალების 200% უნდა ვაჩვენოთ", - ამბობს "სარაგოსას" გარემარბი ვიქტორ როდრიგესი, უდავოდ ყველაზე საინტერესო ფეხბურთელი არაგონელთა შემადგენლობაში.
თუმცა "თავს ზემოთ ახტომა" ფიზიკურად შეუძლებელია, ასეც რომ იყოს, ეყოფა კი "სარაგოსას" ეს 200%? გვეეჭვება.
ტიტო ვილანოვას ახალი სადარდებელი გაუჩნდა, ჩილეს ნაკრებში ტრავმა მიიღო ალექსის სანჩესმა და ის დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს. ერთიცაა, სამხრეთამერიკელი ვერაფრით მოერგო "ბარსას", ამ სეზონში ლა ლიგაში მას გოლიც კი არ გაუტანია.
სამაგიეროდ, კაპიტანმა კარლეს პუიოლმა მოირჩინა ტრავმა და წესით, 17 ნოემბერს ჟერარდ პიკესთან წყვილში უნდა ითამაშოს.
საეჭვოა ალექს სონგის (ზურგი) და ადრიანოს (კუნთი) თამაში, ხოლო სერხიო ბუსკეტსს 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა (კლუბიდან პირველს) და დისკვალიფიცირებულია.
სტუმრებს ამავე მიზეზით არ ეყოლებათ მცველები, კრისტიან სეპუნარუ და აბრაამ მინერო. ტრავმები აწუხებთ მაურიციო ლანძაროსა და ივან ობრადოვიჩს, ხოსე მარიმ კი მოირჩინა მუხლი და შეიძლება ითამაშოს.
სანაკრებო მატჩებიდან დაბრუნებულმა ლიონელ მესიმ და დავიდ ვილიამ ტრენაჟორებზე ივარჯიშეს, სხვებმა კი ჯგუფთან ერთად.
"ბარსელონას" ოპონენტს კარგი დროება უდგას, "სარაგოსამ" ბოლო 4 ტურში სამი შეხვედრა მოიგო და მხოლოდ "რეალთან" დათმო თამაში.
მასპინძელთა მცველები განსაკუთრებით ელდერ პოშტიგას უნდა უფრთხოდნენ - პორტუგალიელმა ფორვარდმა ამ სეზონში ხუთიდან სამი გოლი თავით გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა: ვალდესი - ალვეში, პიკე, პუიოლი, ალბა - ჩავი, ფაბრეგასი, ინიესტა - პედრო, მესი, ვილია.
სარაგოსა: რობერტო - სუკულინი, ლოოვენსი, ალვარო, პარედესი - მოვილია, რომარიკი - ვ. როდრიგესი, აპონიო, მონტანიესი - პოშტიგა.
* "სარაგოსას" შემადგენლობაში "ლა მასიას" 4 აღზრდილია: აბრაამი, მონტანიესი, როდრიგესი და ორიოლი.
* 11 მატჩია, "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" არ დამარცხებულა.
* ლიონელ მესის 7 გოლი უკლია, რომ "ბარსას" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდეს, სესარ როდრიგესის შედეგი 190 გოლია.
* 16 ნოემბერს "ბარსას" მეკარე ვიქტორ ვალდესს მეორე შვილი შეეძინა. ბიჭს კაი დაარქვეს.
* ზედიზედ 8 მატჩია, "სარაგოსა" "ბარსელონასთან" მარცხდება.
* "სარაგოსამ" ბოლოს "კამპ ნოუზე" 2007 წელს სათასო მატჩში მოიგო.
* ხუთ მოწინავე ლიგაში მხოლოდ ჩავის აქვს 1 000-ზე მეტი ზუსტი პასი გაკეთებული. მეორე ადგილზეც ესპანელია, "არსენალის" ნახევარმცველი მიკელ არტეტა - 994 პასი.
ლაზარეთი შეთხელდა, რონალდო ჯანზეა
ორი საათის შემდეგ "ბარსელონასგან" ესტაფეტას "რეალი" გადაიბარებს - მადრიდს ბილბაოს "ატლეტიკი" სტუმრობს. ბუნებრივია, ეს ტურის ცენტრალური მატჩია, იმის მიუხედავად რომ მარსელო ბიელსას გუნდი წლეულს ვეღარ ბრწყინავს.
ჟოზე მოურინიოს ბასკებთან მატჩისთვის კრიშტიანო რონალდო და მესუთ იოზილი უბრუნდება. ასევე შესაძლოა, სამი ხედირამ და ქარიმ ბენზემამაც ითამაშონ. მხოლოდ გონსალო იგუაინის და მარსელოს თამაშია გამორიცხული.
"ატლეტიკს" ორი დისკვალიფიცირებული არ ეყოლება ანდერ ერერა და ოსკარ დე მარკოსი. პირველი წინა ტურში სეზონში უკვე მეორედ გააძევეს, უნივერსალ დე მარკოსს კი ხუთი ყვითელი ბარათი დაუგროვდა.
ფერნანდო ამორებიეტა ვენესუელის ნაკრებში ასპარეზობისას დაშავდა, საეჭვოა ეკიზას და პერესის თამაში.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი: კასილიასი - არბელოა, პეპე, ს. რამოსი, კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა.
ბილბაო: ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, გურპეგი, აურტენეჩე - იტურასპე, მარტინესი - სუსაეტა, მუნიაინი, გომესი - ადურისი.
* ბოლო შვიდ ტურში "რეალმა" 6 მატჩი მოიგო.
* "რეალს" ლა ლიგაში საუკეთესო დაცვის ხაზი ჰყავს - გუნდმა სულ 8 გოლი გაუშვა 11 მატჩში.
* "ლევანტესთან" გოლით კრიშტიანო რონალდომ "რეალის" ისტორიაში ბომბარდირთა დავაში კიდევ ერთი ლეგენდა, ემილიო ბუტრაგენიო (124 გოლი) ჩამოიტოვა, თუმცა მას ძალიან ბევრი უკლია რაულამდე (228).
* ბოლოს "ატლეტიკმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 7 წლის წინათ მოიგო - 2:0.
სხვა მატჩებში
სხვა მატჩებიდან, მეორეადგილოსანი "ატლეტიკოს" ანდალუსიურ ვიზიტს აღვნიშნავთ "გრანადასთან".
"როხიბლანკოს" კოლუმბიელმა ფორვარდმა რადამელ ფალკაომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში "ატლეტიკოდან" არსად წასვლას არ აპირებს, არც "ჩელსიში".
18 ნოემბერს კი "ვალენსია" "ესპანიოლს" უმასპინძლებს - ორი არგენტინელი მწვრთნელის, მაურისიო პელეგრინოსა და მაურისიო პოჩეტინოს დაპირისპირება. არც ერთ მათგანს არა აქვს საქმე დასალხენად.
"მალაგა" ნავარაში ჩადის და იქნებ, მანუელ პელეგრინის გუნდმა ბოლოდროინდელი წარუმატებლობა შეწყვიტოს.
ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური
17 ნოემბერი
ოსასუნა-მალაგა 19:00
დისკვალიფიკაცია: არმენტეროსი (ოსა)
ტრავმა: პუნიალი, ნინო, ლამა, ბერტრანი - მონრეალი, ჟულიო ბაპტიშტა
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +4=8-10, (24-38)
ვალენსია-ესპანიოლი 21:00
დისკვალიფიკაცია: სისოკო (ვალ)
ტრავმა: პიატი, მატიო, კანალესი - ხ. ლოპესი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +14=7-15, (49-53)
ბარსელონა-სარაგოსა 23:00
დისკვალიფიკაცია: ბუსკეტსი - სეპუნარუ, აბრაამი
ტრავმა: ადრიანო, ალკანტარა, კვენკა, აბიდალი, მუნიესა, სანჩესი - ხოსე მარი, ლანძარო, ობრადოვიჩი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +26=4-8, (94-47)
რეალი-ბილბაო 01:00
დისკვალიფიკაცია: დე მარკოსი, ანდერი (ბილ)
ტრავმა: იგუაინი, ბენზემა (?), ხედირა (?), მარსელო, კოენტრაო (?) - პერესი, რუისი, ეკიზა, ამორებიეტა
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +25=5-10, (89-39)
18 ნოემბერი
დეპორტივო-ლევანტე 15:00
დისკვალიფიკაცია: პიცი (დეპ)
ტრავმა: აიოსე, მარჩენა, ოლივეირა, ვასკესი, აგილარი, სალომაო - დუდკა
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +6=1-3, (10-9)
სელტა-მალიორკა 19:00
დისკვალიფიკაცია: კაბრალი (სელ)
ტრავმა: ოუბინია, სამუელი, ინსა - ჯოვანი დოს სანტოსი, ჩიმო, ჟოაო ვიქტორი, ა. ლოპესი, ნუნიეში, მარკესი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +0=0-6
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +9=2-7, (27-24)
ხეტაფე-ვალიადოლიდი 20:50
ტრავმა: აბრაამი - ვალიენტე, ებერტი, სერენო
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +3=2-2, (3-4)
გრანადა-ატლეტიკო 22:45
ტრავმა: მაინსი, სიკეირა, იებდა, რომერო, ფ. რიკო - მირანდა (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=1-1, (0-2)
სევილია-ბეტისი 00:30
ტრავმა: ბოტია, პეროტი, დელ მორალი, ტროხოვსკი - ს. როდრიგესი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +10=13-7, (35-28)
19 ნოემბერი
სოსიედადი-ვალეკანო 00:30
ტრავმა: ბერგარა, გრიზმანი, კადამურო, ზურუტუზა, ბრავო, ელუსტონდო - როდრი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +7=5-9, (31-35)
შენიშვნა: + მოგება = ფრე - წაგება
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 11 10 1 0 36-14 31
2. ატლეტიკო 11 9 1 1 24-11 28
3. რეალი 11 7 2 2 27-8 23
4. ბეტისი 11 6 1 4 18-17 19
5. მალაგა 11 5 3 3 15-9 18
6. ლევანტე 11 5 2 4 13-16 17
7. ვალეკანო 11 5 1 5 16-25 16
8. ვალიადოლიდი 11 4 3 4 16-12 15
9. ვალენსია 11 4 3 4 14-13 15
10. სევილია 11 4 3 4 13-13 15
11. სარაგოსა 11 5 0 6 14-18 15
12. ბილბაო 11 4 2 5 16-21 14
13. სოსიედადი 11 4 1 6 12-16 13
14. ხეტაფე 11 4 1 6 12-18 13
15. მალიორკა 11 3 2 6 12-19 11
16. გრანადა 11 3 2 6 11-18 11
17. სელტა 11 3 1 7 13-17 10
18. დეპორტივო 11 2 4 5 18-25 10
19. ესპანიოლი 11 2 3 6 12-18 9
20. ოსასუნა 11 2 2 7 11-15 8
ბომბარდირები:
15 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 10 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"