"ბარსელონა" ახალი სპონსორისგან 170 მილიონ ევროს მიიღებს
AutoSharing Option
soccerex.com-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" Qatar Airways-სთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვით, მომავალი სეზონიდან კომპანია საფეხბურთო კლუბის სპონსორი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "ბარსელონას" მაისურზე Qatar Foundation-ის წარწერაა. ეს ორგანიზაცია არაკომერციულია, ხოლო მასთან კონტრაქტი 2010 წელს დაიდო.
Qatar Airways-სთან კონტრაქტის პირობების მიხედვით, ესპანური გრანდი 170 მილიონ ევროს მიიღებს.