ლიონელ მესი თავს "ოქროს ბურთის" მიღების ღირსად არ მიიჩნევს?

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ისაუბრა "ოქროს ბურთის" ნომინაციასა და თავის რჩეულებზე.

"ხმა უკვე მივეცი და არც დამიმალავს, ვის: ჩავის, ინიესტასა და აგუეროს. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, საკუთარი თავისთვის რომ შემძლებოდა ხმის მიცემა, ამას არ გავაკეთებდი.

მოხარული ვიქნები, თუკი ჩავი ან ინიესტა გაიმარჯვებენ
, რადგან მათ გარეშე თავად ვერასდროს გავხდებოდი "ოქროს ბურთის" მფლობელი", - უთხრა მესიმ AS-ს.

შეგახსენებთ, რომ მესი "ოქროს ბურთის" მფლობელი წინა სამი წელში გახდა. წელს ნომინანტთა სრული სია ასე გამოიყურება: სერხიო აგუერო, მარიო ბალოტელი, კარიმ ბენზემა,
ჯანლუიჯი ბუფონი, სერხიო ბუსკეტსი, იკერ კასილიასი, დიდიე დროგბა, რადამელ ფაკლაო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, მანუელ ნოიერი, ნეიმარი, მესუთ იოზილი, ჟერარ პიკე, ანდრეა პირლო, სერხიო რამოსე, კრიშტიანო რონალდო, უეინ რუნი, იაია ტურე, რობინ ვან პერსი, ხაბი ალონსო, ჩავი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
BRAVOOOO MESI იცის საკუთარი თანაგუნდელების დაფასება
shota
14:54 23-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული