ვისენტე დელ ბოსკე: "ატლეტიკოს" აქვს შანსი, "რეალი" დაამარცხოს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მიმდინარე სეზონში მადრიდის "ატლეტიკოს" გამოსვლა შეაფასა და მადრიდულ დერბიზე ისაუბრა, რომელიც 1 დეკემბერს გაიმართება.

"ატლეტიკო" თამაშობს, როგორც გუნდი და, რა თქმა უნდა, აქვს შანსი, რომ "ბერნაბეუზე" გაიმარჯვოს.

სიმეონეს გუნდი ჩემპიონატს უფრო საინტერესოს ხდის. ნათელია, რომ მხოლოდ ორი გრანდი გვყავს - "რეალი" და "ბარსელონა", ხოლო "ატლეტიკო" მათთან მიახლოებას ცდილობს.

მიხარია ამ გუნდის ბოლოდროინდელი პროგრესი პრიმერაში და ევროპაშიც. ამჟამად უბრალოდ ვერ გავიგებთ, რამდენი ხანი გაჩერდებიან მადრიდელები ამ დონეზე, თუმცა "ატლეტიკო" ნამდვილად ქების ღირსია",
- თქვა
დელ ბოსკემ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული