"ჩვენ ვსაუბრობთ ტოპ-პროფესიონალებზე. ისინი შეიძლება გადაიღალნენ, მაგრამ ამავე დროს სხვა თვისებები უნდა ჰქონდეთ, როგორებიცაა სტაბილურობა და ნებისყოფა.
როცა 34 ელის შტეპანეკს ვუყურებ დევისის თასის ფინალში სამ დღეში სამ თამაშს როგორ ატარებს და ძალას არ იშურებს, რობ ბურთი მოიგერიოს, მაშინ სრულიად ნორმალური უნდა იყოს 23, 24 და 26 წლის ფეხბურთელებმა კვირაში ორი მატჩი ჩაატარონ.
სპორტი მარტო ფეხები არაა, არამედ გულიც არის. თუ რამე ძალიან გინდათ, აუცილებლად მიაღწევთ.
"ბეტისის" ფეხბურთელებს ვულოცავ, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯნენ მატჩის პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე. ისინი არ არიან დამნაშავენი, რომ ბენზემას გოლი არ ჩაითვალა და მათ კარში პენალტი არ დაინიშნა.
"ბეტისი" "რეალზე" უკეთ თამაშობდა და გამარჯვებაც დაიმსახურა, თუმცა არბიტრის შეცდომები მათ სასარგებლოდ იყო", - თქვა მოურინიომ.
Video
ბეტისი - რეალი 1:0
ბეტისი - რეალი 1:0
მომზადებულია AS-ის მიხედვით