ლიონელ მესი: გერდ მიულერის თამაში არასდროს მინახავს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ კარიერის ესპანურ კლუბში დასრულებასა და გერდ მიულერის თამაშის შესახებ ისაუბრა.

"რომელ პორტუგალიურ გუნდში მინდა თამაში? კარიერის დასრულება "ბარსელონაში" მსურს, ამიტომ სხვა კლუბზე არ მიფიქრია.

გერდ მიულერი? მისი თამაში არასდროს მინახავას, მაგრამ მიყვებოდნენ, რომ ის ნამდვილი ბომბარდირი იყო და გოლის გატანა ადვილად შეეძლო. მიულერი ძალიან სახიფათი იყო საჯარიმოში",
- თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ მესის ანგარიშზე 2012 წელს უკვე 80 გოლია, ხოლო რეკორდი წელიწადში გატანილი გოლების მიხედვით გერდ მიულერს ეკუთვნის, რომელმაც 1972 წელს 85 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული