თუ კატალონია დამოუკიდებელი გახდა, "ბარსელონა" საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს?

AutoSharing Option
"ბარსელონამ" შესაძლოა, განაცხადი საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშზე შეიტანოს. ეს იმ შემთხვევაში, თუკი კატალონია ესპანეთის სამეფოს შემადგენლობიდან გავა.

ამის შესახებ ბარსელონას მერი ხავიერ ტრიასი აცხადებს.

"კატალონიას, რომლის მოსახლეობა შვიდ მილიონს ცოტათი აჭარბებს, ცალკე კონკურენტუნარიანი ჩემპიონატის შექმნის საშუალება არ აქვს.

ჩვენი გუნდები სხვა ქვეყნების ჩემპიონატებში - ესპანურ ან ფრანგულ ეროვნულ პირველობებში იასპარეზებენ",
- აქვეყნებს ტრიასის სიტყვებს AFP.

აღსანიშნავია, რომ უწინ კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა თქვა, რომ "ბარსელონა" ლა ლიგაში იმ შემთხვევაშიც ითამაშებს, თუკი კატალონია დამოუკიდებელი გახდებაო.

"ბარსელონა" ესპანეთის 21-გზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის
26-გზის მფლობელია.

ასევე იხილეთ:
სანდრო როსელმა კრიშტიანო რონალდო და ჟოზე მოურინიო მიწასთან გაასწორა
"ბარსელონას" ახალი "კამპ ნოუ" ექნება?
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ თუ მართლა ეგრე მოხდა ორივე გუნდი რეალიც და ბარსაც ჩაისვრის, კონკურენტობის არარსებობის გამო, მერე ლა ლიგს გერმანიის ბუნდესლიგაც გადაასწრებს, ერთი სიტყვით ესპანურ ფეხბურთს გაედება:D
0
პერესი მაგარს იჩალიჩებს ახლა მეფესთან რომ მართლა დამოუკიდებლები გახდნენ :))) რეალი კი მერე თავისუფლად შეძლებს დუბლებით მოიგოს ხოლმე პრიმერა :)))
levani
17:53 26-11-2012
0

სიახლეები პოპულარული