დანიელ ალვეში 15-20 დღეს იუქმებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დანიელ ალვეშმა "ლევანტესთან" (4:0) ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში ტრავმა მიიღო.

ალვეშმა კუნთი დაიზიანა და ამიტომ 15-20 დღეს დაისვენებს.

გამომდინარე აქედან, მცველი "ბარსელონას" ესპანეთის თასზე "ალავესთან" მატჩში, ხოლო პრიმერაში "ბილბაოსა" და "ბეტისთან" შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

გარდა ამისა, ბრაზილიელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას, სადაც "ბლაუგრანა" "ბენფიკას" დაუპირისპირდება.

მომზადებულია Barcastuff-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური: ნოემბერში დაკარგული ტიტული? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული