როდის წავა ჟოზე მოურინიო მადრიდის "რეალიდან"?

AutoSharing Option
"ბეტისთან" მარცხი დიდი დარტყმა იყო "რეალის" საჩემპიონო ამბიციებისთვის. ამაზე ხატოვნად თქვა გუნდის კაპიტანმა იკერ კასილიასმა - გუნდმა ორი ნაბიჯით დაიხია უკან საჩემპიონო რბოლაშიო.

წაგებამ გააგულისა კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, რომელიც საქმის გასარჩევად "რეალის" გასახდელშიც კი ჩავიდა. გუნდი უკვე 11 ქულით ჩამორჩება "ბარსელონას". მოკლედ, ჟოზე მოურინიოს და კომპანიას ცუდი დროება უდგას.

და როგორი რეაქცია ჰქონდა ყოველივე ამაზე პორტუგალიელ სპეციალისტს? პრესკონფერენციაზე და ორშაბათს, "ალკოიანოსთან" შეხვედრის წინა გამოსვლაზე ჟოზემ ბევრი საინტერესო რამ თქვა. მოდი, მას ცალკეული ფრაზების სახით გაგაცნობთ.

* "ვულოცავ "ბეტისის" ფეხბურთელებს
გამარჯვებას. ეს მათი დანაშაული სულაც არ არის, რომ მსაჯმა ორი უხეში შეცდომა დაუშვა".

* "როცა ვუყურებ 34 წლის რადეკ შტეპანეკს, რომელიც "დევისის თასის" ფინალში თავს იკლავს კორტზე სამი დღის განმავლობაში, რომ მის ქვეყანას მოაგებინოს, ძალიან მიკვირს, რომ 23 წლის ჯან-ღონით სავსე ფეხბურთელს არ შეუძლია კვირაში ორი მატჩის მაღალ დონეზე გამართვა".

* "საჩემპიონო საკითხი ისევ ღიაა - შარშან 10 ქულით ვუსწრებდით "ბარსას", მაგრამ მეტოქე კინაღამ წამოგვეწია. ახლა არ შეიძლება ვიყოთ მეტისმეტად პესიმისტები, არც - მეტისმეტად ოპტიმისტები".

* "მე ერთადერთი ვარ, ვინც უსიამოვნო საკითხებზე ხმამაღლა ლაპარაკს არ ერიდება და რა გამოდის ბოლოს, ყოველთვის ყველაზე ცუდი კაცი მე ვარ".

* "უნდა გამოვიდეთ და მოედანზე დავამტკიცოთ, რა შეგვიძლია. ჩვენ უნდა გავამართლოთ თითოეული ევრო, რომელიც მაყურებელმა გადაიხადა, გავიდეთ და დავამარცხოთ "ალკოიანო".

* "თამაშ-თამაშ ჩემი მუშაობის შეფასება არ გამოვა. სეზონის შემდეგ დავსხდებით და ყველა საკითხს განვიხილავთ. ყველაფერია შესაძლებელი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
და როდის წავა? რა გავიგოთ ამ სტატიიდან?
giorgi
14:41 27-11-2012
0
სათაური და სტატიის შინაარსი იდეალურ თანხვედრაშია. ხახახახახახახახახახახა
eqsperti
17:08 27-11-2012
0

სიახლეები პოპულარული