"ესპანიოლმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

AutoSharing Option
და აი, ისიც - სეზონში პირველი მწვრთნელი გააგდეს: "ესპანიოლმა" დაითხოვა არგენტინელი სპეციალისტი მაურისო პოჩეტინო.

კლუბის ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალა "ესპანიოლის" საშინაო მარცხმა შეავსო "ხეტაფესთან" (0:2).

კატალონიურმა კლუბმა 13 მატჩში სულ 9 ქულა მოაგროვა.26 ნოემბერს კლუბთან მოლაპარაკება დაიწყო ხავიერ აგირემ, 53 წლის მექსიკელმა მწვრთნელმა, რომელსაც ესპანეთში "ოსასუნა", "ატლეტიკო" და "სარაგოსა" გაუწვრთნია.

40 წლის პოჩეტინო 2009 წლიდან წვრთნიდა "ესპანიოლს". "ხეტაფესთან" მარცხის მერე პოჩეტინო ირწმუნებოდა, რომ თავადვე შეეძლო გუნდის მძიმე სიტუაციიდან გამოყვანა. როგორც ჩანს, არ დაუჯერეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული