კლუბის ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალა "ესპანიოლის" საშინაო მარცხმა შეავსო "ხეტაფესთან" (0:2).
კატალონიურმა კლუბმა 13 მატჩში სულ 9 ქულა მოაგროვა.26 ნოემბერს კლუბთან მოლაპარაკება დაიწყო ხავიერ აგირემ, 53 წლის მექსიკელმა მწვრთნელმა, რომელსაც ესპანეთში "ოსასუნა", "ატლეტიკო" და "სარაგოსა" გაუწვრთნია.
40 წლის პოჩეტინო 2009 წლიდან წვრთნიდა "ესპანიოლს". "ხეტაფესთან" მარცხის მერე პოჩეტინო ირწმუნებოდა, რომ თავადვე შეეძლო გუნდის მძიმე სიტუაციიდან გამოყვანა. როგორც ჩანს, არ დაუჯერეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"