"როხიბლანკოსები" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებენ და მესამეზე მყოფ "სამეფო კლუბს" 8 ქულით უსწრებენ.
"ფეხბურთელები მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადიან და წინდაწინ ფრეზე თანახმა არც მე ვარ.
მართალია, უშუალოდ მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ამ შედეგმაც დაგვაკმაყოფილოს, თუმცა მიზნად ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებას ვისახავთ.
ასე რომ, ფრე არ შეიძლება კარგ შედეგად მივიჩნიოთ და შესაბამისად, ჩვენი სურვილი, მოვიგოთ და უკან ჩამოვიტოვოთ კონკურენტები, სავსებით ბუნებრივია", - თქვა ფალკაომ.
ფორვარდი
"არაერთ დერბიში მითამაშია და ასეთ მატჩებში ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს. თუმცა, ფეხბურთელებმა ამის გამო კონცენტრაცია არ უნდა დაკარგონ".
"ატლეტიკოსა" და "რეალის" მატჩი 2 დეკემბერს გაიმართება.
ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური: ნოემბერში დაკარგული ტიტული? [VIDEO]
რადამელ ფალკაო: ჩემპიონთა ლიგისა და მუნდიალის მოგება მინდა