ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტურის შეჯამება: ვემზადებით "რეალის" დასამარცხებლად!

AutoSharing Option
თითქოს "სამეფო კლუბს" პრობლემები აკლდაო - მადრიდული დერბის წინ "ატლეტიკოს" კოლუმბიელმა ფორვარდმა რადამელ ფალკაომ დაიქადნა, "რეალის" დასამარცხებლად ვემზადებით, ფრე არც გამაგონოთო. ეს თუ მართლა მოხდა, შესაძლოა, ჟოზე მოურინიომ სამსახური დაკარგოს.

პოჩეტინო და ნიანგის ცრემლები

ტური მარტო იმით არ იყო გამორჩეული, რომ "რეალმა" წააგო. ახალ სეზონში პირველი მწვრთნელის თავიც დაგორდა - "ესპანიოლი" მაურისიო პოჩეტინოს დაემშვიდობა.

40 წლის არგენტინელმა კატალონიური გუნდი ბოლო ადგილზე დატოვა. "ესპანიოლის" პრეზიდენტი ჟოან კოლე ნიანგის ცრემლებს ღვრიდა, პოჩეტინოს გაშვება არ მსურდა, ის ხომ კლუბის ნაწილიაო, მაგრამ ასე ვარჩიეთ
ერთობლივადო.

27 ნოემბერს კი ბაზაზე ფეხბურთელების გასაცნობად მექსიკელი ხავიერ აგირე უნდა მისულიყო, მაგრამ ეს ღონისძიება დღეისთვის გადაიდო. ამასობაში კოლემ, ყოველი შემთხვევისთვის, კიდევ ერთ მწვრთნელს, მარსელინოს დაურეკაო...

ბარსა-რეალობა

11 ქულა, რომელიც ტიტო ვილანოვას გუნდს ჟოზე მოურინიოს გუნდთან აშორებს, თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე.

"ბარსას" და "რეალის" თამაშს ორი დღეა, დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ამიტომ ახლა მოკლედ შემოვიფარგლებით - მაშინ, როცა კატალონიელები ყველა დროის რეკორდის დასამხობად ემზადებიან, "რეალში" გაურკვევლობაა: ჟოზე მოურინიო პრესის თავდასხმის სუბიექტი გახდა, კრიშტიანო რონალდოს ზედიზედ სამი თამაშია, ვერ გაუტანია, კლუბს კი მძიმე დერბი ელის "ატლეტიკოსთან".

მესი VS რონი
ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "ლევანტესთან" 4:0 მოგებულ შეხვედრაში. მან 5-ჯერ დაარტყა კარისკენ, 3-ჯერ ზუსტად, გაიტანა 2 გოლი.

კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "ბეტისთან" 0:1 წაგებულ შეხვედრაში. 7-ჯერ დაარტყა კარისკენ, 3-ჯერ ზუსტად. მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი, კრიშტიანო 2-ჯერ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში.

ეს უკვე სერიოზული უპირატესობაა - 9:6 მესის სასარგებლოდ!

არჩევნები და ჩაშლილი დამოუკიდებლობა?
სანამ ვალენსიაში გაემგზავრებოდნენ, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა კატალონიის პარლამენტის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.

ყველაზე ადრე საარჩევნო ყუთთან ჟერარდ პიკე გამოცხადდა. მან ფოტოც გადაიღო და "ტვიტერზე" დაწერა - "უკვე მივეცი ხმა! ვაჩვენოთ ყველას, რომ კატალონია უმთავრესია! დედებო, მამებო, ბებიებო... მიდით არჩევნებზე".

დაახლოებით ასეთი პათოსით გამოვიდნენ სესკ ფაბრეგასი, მარკ ბარტრა და სხვებიც.

არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია - ნაციონალისტური კოალიციის სასარგებლოდ, რომელსაც სათავეში არტურ მასი უდგას, 30%-მა მისცა ხმა. ეს კი 135-კაციან პარლამენტში მხოლოდ 50 ადგილია.

კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის პროცესის დასაწყებად აბსოლუტური უმრავლესობაა საჭირო, რომელიც სეპარატისტებმა ვერ მოიპოვეს.

იცით თუ არა, რომ...
* "ესპანიოლის" ფეხბურთელებმა, კრისტიან ალვარესმა და რაულ როდრიგესმა ლა ლიგაში 50-ე მატჩები გამართეს.

* იკერ კასილიასმა 645-ედ მოირგო "რეალის" მაისურა და მესამე ადგილზე გავიდა კლუბის ისტორიაში.

კასილიასმა სანტილიანას გაუსწრო და ახლა მხოლოდ რაულს (741) და სანჩისს (709) ჩამორჩება.

* ტიტო ვილანოვას დებიუტიდან 100 დღე გავიდა.

ტურის ფრაზები

პაკო ხემესი: "ლეო დიდებული ფეხბურთელია", - "რაიოს" თავკაცი თავის ბრაზილიელ შეგირდზე.

ხუან ანკელა: "როგორც ესპანეთში ხდება ხოლმე, ჩვენ ყოველთვის საფრთხეში ვართ", - "გრანადას" თავკაცი საკუთარი თანამდებობის შესახებ.

მაურისიო პელეგრინო: "ჩვენ ვიყავით საშინლები", - "მალაგასთან" 0:4 მარცხის მერე.

მანუელ პელეგრინი: "მჯეროდა, რომ ჩემი გუნდი ბოლოდროინდელ ჩავარდნას დაივიწყებდა", - "მალაგას" ჩილელი თავკაცი.

აიტორ კარანკა: "მოუ ძალიან ძლიერია. არავის ეგონოს, რომ ამ წარუმატებლობის შემდეგ გატყდება", - "რეალის" თავკაცის თანაშემწე.

ლუის გარსია: "როცა კი ევროთასებზე ლაპარაკს ვიწყებთ, საქმე უკან მიგვდის. ასე რომ, ამ თემაზე არ ვლაპარაკობთ", - "ხეტაფეს" თავკაცი "ესპანიოლის" დამარცხების შემდეგ.

მაურისიო პოჩეტინო: "ვფიქრობ, შემიძლია გუნდი ამ რთული ვითარებიდან გამოვიყვანო", - "ხეტაფესთან" მარცხის მერე, მოხსნამდე რამდენიმე საათით ადრე.

ერიკ აბიდალი: "მეგობრებო, ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს. მე ამისთვის ბევრს ვშრომობ", - "ბარსელონას" ფრანგი მცველი მეორე, კიდევ უფრო საოცარი დაბრუნების ალბათობაზე.

მიჩელი: "ატლეტიკოს" პირველი ადგილისთვის ბრძოლა შეუძლია", - "სევილიას" თავკაცი.

ტურის მსხვერპლ(ნ)ი
როდრი (რაიო ვალეკანო)
დანი ალვეში (ბარსელონა)

"მალიორკასთან" თამაშში სერხიო როდრიგეს გარსიამ (როდრი) აქილევსის მყესი გაიწყვიტა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. დანი ალვეში ჩემპიონატს 20 დღით დაემშვიდობა.

ტურის საუკეთესო გოლი
ანდრეს ინიესტა (ბარსელონა) "ლევანტეს" კარში.

ტურის საუკეთესო პასი
დიეგო კოშტა (ატლეტიკო) საგოლე პასი კოკეს.

ტურის სტატისტიკა
21 გოლი ტურში (2,1 მატჩში). 5 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 3 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 51 ყვითელი ბარათი, 4 წითელი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: ლიონელ მესი (ბარსელონა).
ხოსე ბარკერომ (ლევანტე) ვერ გაიტანა პენალტი "ბარსელონას" კარში.
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: პაბლო ინსუა (დეპორტივო, 19 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 53 000 - "ვისენტე კალდერონი"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 9 800 - "ტერესა რივერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 26 - ბილბაო
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 9 - ბილბაო, რეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 22 - ბეტისი
ყველაზე მეტი კუთხური: 13 - ბილბაო
ყველაზე მეტი თამაშგარე: 9 - რეალი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 76% - ბარსელონა

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 ბარსელონა 13 12 1 0 43-15 37
2 ატლეტიკო 13 11 1 1 29-11 34
3 რეალი 13 8 2 3 32-10 26
4 მალაგა 13 6 4 3 19-9 22
5 ბეტისი 13 7 1 5 20-22 22
6 ლევანტე 13 6 2 5 15-20 20
7 ხეტაფე 13 6 1 6 16-19 19
8 ვალეკანო 13 6 1 6 18-29 19
9 ვალიადოლიდი 13 5 3 5 18-14 18
10 სევილია 13 5 3 5 18-18 18
11 ვალენსია
13 5 3 5 16-18 18
12 სოსიედადი 13 5 2 6 16-16 17
13 სარაგოსა 12 5 0 7 15-21 15
14 ბილბაო 13 4 3 6 18-27 15
15 მალიორკა 13 3 3 7 13-22 12
16 სელტა 12 3 2 7 14-18 11
17 დეპორტივო 13 2 5 6 19-28 11
18 გრანადა 13 3 2 8 11-20 11
19 ოსასუნა 13 2 4 7 11-15 10
20 ესპანიოლი 13 2 3 8 13-22 9


მომდევნო ტური
30 ნოემბერი
ოსასუნა-რაიო ვალეკანო.

1 დეკემბერი
ხეტაფე-მალაგა, ვალენსია-რეალ სოსიედადი, ბარსელონა-ბილბაო, რეალი-ატლეტიკო.

2 დეკემბერი
გრანადა-ესპანიოლი, დეპორტივო-ბეტისი, სელტა-ლევანტე, მალიორკა-სარაგოსა, სევილია-ვალიადოლიდი.

ტურის სიმბოლური ნაკრები
ლელოს ვერსიით. 3-4-3

ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა) - ტიტო (რაიო ვალეკანო), მირანდა 2 (ატლეტიკო), ინიგო მარტინესი 2 (რეალ სოსიედადი) - კოკე (ატლეტიკო), ფრანსისკო პორტილიო (მალაგა), ბენიატ ეჩებარია 2 (ბეტისი), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა) - ლიონელ მესი 9 (ბარსელონა) - ლეო კარილიო 4 (რაიო ვალეკანო), იაგო ასპასი 3 (სელტა).

მე-12 ფეხბურთელი: რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
გასული ტურიდან სიმბოლურში მხოლოდ მესი გადმოყვა. "ბარსელონას" არგენტინელი ფორვარდი 13 ტურში უკვე მეცხრედ მოხვდა რჩეულთა შორის.

ტურის გმირი
ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)

28 წლის ნახევარმცველის საუკეთესო თამაში სეზონში. მის ანგარიშზე გოლი და სამი საგოლე პასია. და ეს ყველაფერი 16 წუთში ჩაატია!

ბომბარდირები
19 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
12- კრიშტიანო რონალდო (რეალი)
11 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები
8- სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

გოლი+პასი
24 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
13 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
12 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
vis rashi ainteresebs sheni debiluri shejibreba?mesis fanoooo....oqros burts ro aigebs roni chagivardebat ena
nino
11:27 01-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული