დავიდ ვილიამ ლაზარეთი დატოვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ ფეხის ტრავმა მოირჩინა და "ალავესთან" მატჩისთვის ემზადება.

ფორვარდი, რომელიც "ლევანტესთან" შესახვედრად გუნდთან ერთად არ გაემგზავრა, "კოპა დელ რეის" მატჩის განაცხადშია.

"ბლაუგრანას" თავკაცმა ტიტო ვილანოვამ დასვენების საშუალება ვიქტორ ვალდესს, ხორდი ალბას, სერხიო ბუსკეტსს, ჩავის, ანდრეს ინიესტას, ჟერარდ პიკესა და ლეო მესის მისცა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "ალავესთან" სტუმრად "ბარსელონამ" ანგარიშით 3:0 მოიგო.

მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული