დავიდ ვილიამ 300-ბურთიან ნიშნულს გადააცილა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა დავიდ ვილიამ მოირჩინა კოჭის ტრავმა და "სამეფო თასის" მატჩში, "ალავესის" წინააღმდეგ გამოჩნდა.

30 წლის "ელ გუახემ" მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა ბასკური კლუბის კარში. აქედან პირველი გოლი მისთვის საიუბილეო, მე-300 გოლია პროფესიულ კარიერაში. შეგახსენებთ, რომ ის ესპანეთის ნაკრების ისტორიაში მთავარი გოლეადორია.

კარიერის განმავლობაში ვილიას ხიხონის "სპორტინგში", "სარაგოსაში", "ვალენსიასა" და "ბარსელონაში" უთამაშია.

"ბარსელონას" მაისურით მის ანგარიშზე უკვე 39 გოლია. "ბარსა ტვ"-სთან ინტერვიუში ვილიამ საუკეთესოდ "რიასორზე" "დეპორტივოს" კარში და "უემბლიზე" გატანილი გოლები დაასახელა.

ვილიას გოლები გუნდების მიხედვით
ვალენსია 129
ესპანეთი 53
სპორტინგი 41
ბარსელონა 39
სარაგოსა 38

ვილიას გოლები ტურნირების მიხედვით
ლა ლიგა 166
ეროვნული 53
სეგუნდა 38
ჩემპ. ლიგა 15
თასი 14
ევროპალიგა 11
სუპერთასი 2
ინტერტოტო 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული