ხალხის აზრით, ჟოზე მოურინიო ინგლისში წავა

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიოს მომავალთან დაკავშირებით, "მარკამ" მკითხველთა გამოკითხვა მოაწყო, რომელშიც 22 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხულთა 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ ივნისში მოურინიო "რეალიდან" ინგლისური პრემიერლიგის რომელიმე გრანდში გადაბარგდება.

31% მიიჩნევს, რომ პორტუგალიელი გაისადაც "რეალს" გაწვრთნის. გამოკითხულთა 14% რადიკალურია და აცხადებს, რომ მოურინიო სეზონის ბოლომდე ვერ მიაღწევს "სამეფო კლუბის" მწვრთნელის რანგში; 11%-ის აზრით, მოურინიოს მომდევნო ნავსაყუდელი "პარი სენ ჟერმენია".

1%-ზე ოდნავ მეტი კი მიიჩნევს, რომ "განსაკუთრებული", ხოსეპ გვარდიოლას დარად, აკადემიურ წელს აიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული