გამოკითხულთა 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ ივნისში მოურინიო "რეალიდან" ინგლისური პრემიერლიგის რომელიმე გრანდში გადაბარგდება.
31% მიიჩნევს, რომ პორტუგალიელი გაისადაც "რეალს" გაწვრთნის. გამოკითხულთა 14% რადიკალურია და აცხადებს, რომ მოურინიო სეზონის ბოლომდე ვერ მიაღწევს "სამეფო კლუბის" მწვრთნელის რანგში; 11%-ის აზრით, მოურინიოს მომდევნო ნავსაყუდელი "პარი სენ ჟერმენია".
1%-ზე ოდნავ მეტი კი მიიჩნევს, რომ "განსაკუთრებული", ხოსეპ გვარდიოლას დარად, აკადემიურ წელს აიღებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"