ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტურის წინ: მეზობელო კარისაო...

AutoSharing Option
ზამთრის პირველი ტური ჩემპიონატის ერთ-ერთი საკვანძო მატჩით იწყება - მადრიდული დერბით - ამაღამ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სამეფო კლუბს" მეზობელი ჰყავს სტუმრად, მადრიდის "ატლეტიკო".

რაც მთავარია, დერბის, ისე როგორც არასდროს ბოლო ათწლეულში, დიდი სატურნირო მნიშვნელობა აქვს - ჟოზე მოურინიოს გუნდს შეუძლია, მეტოქეს საჩემპიონო ამბიცია ძირშივე შეუკვეცოს, დიეგო სიმეონეს გუნდს კი შეუძლია, მეტოქეს ტიტულის შენარჩუნების საბოლოო იმედი მოუსპოს.

საოცარია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დერბით გამარჯვებული "ბარსელონა" დარჩება, რომელიც თავის მხრივ ბილბაოს "ატლეტიკს" მასპინძლობს და ლა ლიგის ყველა დროის რეკორდს "ეთამაშება".

საინტერესო ამით არ ამოიწურება
წუხელ პამპლონაში დაწყებულ ტურში: "მალაგა" მადრიდში ჩადის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტანი მე-4 ადგილის განსამტკიცებლად (მეტოქე "ხეტაფეა"), მისი კონკურენტი "ბეტისი" კი ლა კორუნიას ეწვევა, გალისიას (კერძოდ "სელტას") ეწვევა კიდევ ერთი მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი - "ლევანტე", ხოლო "ვალენსია" შინ ბასკურ "რეალ სოსიეადადს" მიიღებს.

გატეხავს ნავსს ატლეტიკო?

ლა ლიგაში 4 მადრიდული კლუბია, თუმცა ნამდვილი "ელ დერბი მადრილენიო" მხოლოდ "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორისაა.

"ლოს როხიბლანკოსის" ფანები "რეალს" "მთავრობის გუნდს და ქვეყნის სირცხვილს" უძახიან. მოგეხსენებათ, როგორი დამოკიდებულება შეიძლება იყოს ამ ორ კლუბს შორის.

"ატლეტიკოს" რიგებში ერთი ფეხბურთელია, რომელსაც "რეალში" უთამაშია - 27 წლის მცველი ხუანფრან ტორესი.

ჩემპიონატში "ატლეტიკომ" ბოლოს 1999 წელს დაამარცხა "რეალი" - "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3:1 მოუგო. სხვათა შორის, ამ სეზონში "ატლეტიკო" პრიმერადან გავარდა.

მას მერე "რეალის" უპირატესობას უზარმაზარი ეთქმის. გასულ სეზონში მოურინიოს გუნდმა ორივე თამაში ერთნაირად, 4:1 მოუგო პრინციპულ მეტოქეს.

თუმცა სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა წლეულს - "ატლეტიკო" 34 ქულით მე-2 ადგილზეა და "რეალს" 8 ქულით (!) უსწრებს. ხოლო მისი ლიდერი, რადამელ ფალკაო ესპანურ პრესას ინტერვიუს ინტერვიუზე აძლევს და ხმამაღლა აცხადებს, რომ მისი გუნდისთვის "ბერნაბეუზე" ფრეც კი მიუღებელი შედეგი იქნება.

"ალკოიანოსთან" სათასო მატჩში რაულ ალბიოლმა კოჭი დაიზიანა, ამიტომ "რეალის" მცველი დერბის დააკლდება. ალბიოლის გამოკლება არ უნდა იყოს დიდი პრობლემა, რადგან ჟოზე მოურინიო მას სასტარტო შემადგენლობაში მაინც ძალზე იშვიათად ათამაშებს.

აი, სამი სხვა ფეხბურთელი, რომლებიც ასევე ვერ ითამაშებენ, უფრო დიდი დანაკლისია: გონსალო იგუაინი, მარსელო და მიკაელ ესიენი მზად არ არიან.

ჟოზე მოურინიოს მთავარი არჩევანი შუახაზში აქვს გასაკეთებელი, ვინ ათამაშოს - მესუთ იოზილი თუ ლუკა მოდრიჩი (კაკას შანსი მცირე აქვს). დანარჩენი 10 ფეხბურთელის გამოცნობა კი ადვილია.

"ატლეტიკოს" ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა უბრუნდება, რომელიც გაციებული იყო და სათასო ბატალიას დააკლდა. "ხაენთან" მატჩში გუნდმა დაკარგა ძალზე საინტერესო ნახევარმცველი კრისტიან "სებოლა" როდრიგესი, რომელსაც თამაშის შანსი თითქმის არ აქვს.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე თვალსასეირო მადრიდულ დერბის ელის.

"დიეგო სიმეონეს ხელში "ატლეტიკო" ძალიან კარგი გუნდი გახდა. იმედია, ძალიან კარგი თამაში გველის და მისი ბედი ისევ თამაშის პირველ წუთებში არ გადაწყდება, როგორც ბოლო დროს იყო".

ჟოზე მოურინიომ უკვე დაასახელა ის 18 ფეხბურთელი, რომელიც მატჩის განაცხადში იქნება. ერთადერთი მოულოდნელობა სიაში ახალგაზრდა ნახევარმცველის, ხოსე როდრიგესის გამოჩენაა.

* "რეალმა" ბოლო 6 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ სამი მოიგო.

* "ლოს მერენგესს" ყველაზე კარგი საგოლე მაჩვენებელი აქვს საშინაო მატჩებში - 3,3 გოლი საშუალოდ ერთ შეხვედრაში.

* კრიშტიანო რონალდომ "ატლეტიკოსთან" ბოლო 2 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

* ბოლო 23 დერბიდან 17 "რეალმა" მოიგო, დანარჩენი კი ფრედ დამთავრდა.

* ამხელა უპირატესობით "ატლეტიკო" "რეალს" ცხრილში 1995/96 წლების სეზონის შემდეგ არ უსწრებდა, მაშინ "ლოს როხიბლანკოსმა" ჩემპიონატი მოიგო.

* დღეს 258-ე მადრიდული დერბია

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა.
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, მ. სუარესი, გაბი, არდა თურანი - ფალკაო, დ. კოშტა.

სამი ქულა რეკორდამდე
ტიტო ვილანოვას გუნდს ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო სტარტის მისაღწევად დღეს "ბილბაოს" დამარცხება ჰყოფნის.

ბასკური კლუბი კრიზისშია, 15 ქულით მხოლოდ მე-14 ადგილზეა. ამ ფონზე, "ბარსას" გამარჯვება ლოგიკურიც ჩანს, თუმცა მარსელო ბიელსას გუნდის ძალების უგულველყოფა არ შეიძლება და ეს უპირველესად კატალონიურ გრანდში იციან.

ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში გამოტოვებს ამ შეხვედრას, ისევე როგორც კვენკა, ბარტრა და ალექსის სანჩესი. ადრიანომ ვარჯიში განაახლა, თუმცა ბრაზიელი მცველის თამაში მაინც საეჭვოა.

ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო "ბილბაოს" არ ეყოლება მარჯვენა მცველი ანდონი ირაოლა. ნახევარმცველი გურპეგი კვლავ ლაზარეთშია, ხოლო გუნდის ბომბარდირი არიც ადურისი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ბრუნება.

* "ბარსელონამ" ბოლო 11 ოფიციალური მატჩიდან 10 მოიგო.

* ესპანური ლიგის 113-წლიან ისტორიაში საუკეთესო სტარტისთვის, კატალონიელებს სამი ქულა აშორებთ.

* დავიდ ვილიამ სათასო მატჩში შეძლო კარიერაში მე-300 გოლის გატანა.

* "ბილბაომ" ბოლო 16 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო.

* "ლოს ლეონესს" "ბარსასთან" ბოლო 7 შეხვედრიდან 5 წაგებული აქვს.

* "ბილბაომ" ბოლოს 2006 წელს მოუგო "ბარსელონას" - "სან მამესზე" 3:1.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - მონტოია, პიკე, პუიოლი, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, მესი, ვილია.
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეკიზა, ამორებიეტა, აურტენეჩე - იტურასპე, ანდერი - სუსაეტა, ი. გომესი, მუნიაინი - ადურისი.

ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტური
ოსასუნა-ვალეკანო 1:0

1 დეკემბერი

ხეტაფე-მალაგა 19:00
დისკვალიფიკაცია: მიჩელი (ხეტ)
ტრავმა: ლოპესი - სანჩესი, მონრეალი, ბაპტიშტა
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +5=3-8, (24-26)

ვალენსია-სოსიედადი 21:00
დისკვალიფიკაცია: რამი, კოშტა - ილარამენდი
ტრავმა: კანალესი, მატიო - კადამურო, ბერგარა, ელუსტონდო
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +15=11-6, (52-33)

ბარსელონა-ბილბაო 23:00
ტრავმა: აბიდალი, კვენკა (?), მუნიესა, სანჩესი, ბარტრა, ალვეში - პერესი, გურპეგი, გალარეტა, ირაოლა
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +28=10-6, (94-37)

რეალი-ატლეტიკო 01:00
ტრავმა: იგუაინი, მარსელო, ესიენი, ალბიოლი - როდრიგესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +25=9-2, (75-33)

2 დეკემბერი
გრანადა-ესპანიოლი 15:00
დისკვალიფიკაცია: ს. გარსია, მორენო (ესპ)
ტრავმა: რომერო, იებდა, ბრაიმი, ფ. რიკო (გრან)
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=0-1, (2-4)

დეპორტივო-ბეტისი 20:00
ტრავმა: ოლივეირა, სალომაო, კასტრო, საული (?), მარჩენა - პაულაუ, პერკისი, ლოპესი (?), მარიო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +13=10-5, (37-18)

სელტა-ლევანტე 22:00
ტრავმა: ლიორკა - დუდკა
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +1=3-2, (8-8)

მალიორკა-სარაგოსა 00:00
ტრავმა: მარკესი, ჟ. ვიქტორი, ხიმენესი - მარი (?), ლანძარო, ობრადოვიჩი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +14=4-8, (36-31)

3 დეკემბერი
სევილია-ვალიადოლიდი 00:30
დისკვალიფიკაცია: ფასიო, სპაჰიჩი, ლუნა, რაკიტიჩი (სევ)
ტრავმა: დელ მორალი, ტროხოვსკი, ნეგრედო - სერენო
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +7=10-5, (36-26)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 ბარსელონა 13 12 1 0 43-15 37
2 ატლეტიკო 13 11 1 1 29-11 34
3 რეალი 13 8 2 3 32-10 26
4 მალაგა 13 6 4 3 19-9 22
5 ბეტისი 13 7 1 5 20-22 22
6 ლევანტე 13 6 2 5 15-20 20
7 ხეტაფე 13 6 1 6 16-19 19
8 ვალეკანო 14 6 1 7 18-30 19
9 ვალიადოლიდი 13 5 3 5 18-14 18
10 სევილია 13 5 3 5 18-18 18
11 ვალენსია
13 5 3 5 16-18 18
12 სოსიედადი 13 5 2 6 16-16 17
13 სარაგოსა 12 5 0 7 15-21 15
14 ბილბაო 13 4 3 6 18-27 15
15 მალიორკა 13 3 3 7 13-22 12
16 ოსასუნა 14 3 4 7 12-15 13
17 მალიორკა 13 3 3 7 13-22 12
18 დეპორტივო 13 2 5 6 19-28 11
19 გრანადა 13 3 2 8 11-20 11
20 ესპანიოლი 13 2 3 8 13-22 9

ბომბარდირები
19 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 8 - არიც ადურისი (ბილბაო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული