ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტური: კატალონიაში ყველაფერი იდეალურადაა, მადრიდში - ძველებურად [VIDEO]

AutoSharing Option
ტურის წინასიტყვაობაშიც ვწერდით, რომ მადრიდული დერბის ნებისმიერი შედეგი "ბარსელონას" აწყობდა - "რეალის" გამარჯვებამ კატალონიურ გრანდს ლიდერობა განუმტკიცა, ახლა უკვე 6 ქულით უსწრებს "ატლეტიკოს", "რეალთან" უპირატესობა კი 11 ქულა რჩება.

"ბარსამ" ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აჩვენა, ლეო მესი გერდ მიულერის რეკორდს "სათოფეზე" მიუახლოვდა. მოკლედ, ტიტო ვილანოვას გუნდში ყველაფერი იდეალურადაა...

წინა ტურში პირველმა მწვრთნელმა დაკარგა სამუშაო - "ესპანიოლმა" არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო გაუშვა. ამ ტურში კიდევ ერთი არგენტინელის, კიდევ ერთი მაურისიოს ბედი გადაწყდა - "ვალენსიამ" მაურისიო პელეგრინოს კარზე მიუთითა.

"ღამურების" ახალი თავკაცი,
სავარაუდოდ, ერნესტო ვალვერდე იქნება, თუმცა მედია მარსელინოსა და ლუის არაგონესზეც საუბრობს.

პიროსის გამარჯვება

პამპლონის "ოსასუნა", რომელიც ბევრმა უკვე ელიტიდან გამოიტირა, 4 ტურია, ჩემპიონატში არათუ არ დამარცხებულა, გოლიც კი არ გაუშვია.

პარასკევის მატჩში, რომელიც ტრადიციულად, მოსაწყენი გამოდგა, კიკე სოლას ერთადერთი გოლი "რაიო ვალეკანოს" კარში საკმარისი აღმოჩნდა ნავარელთა სეზონში მესამე გამარჯვებისთვის. ალვარო სეხუდომ კიკე სოლა მოძებნა და ფორვარდმაც მარჯვენა კუთხიდან მარცხენა მაღალ კუთხეში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში "ელვებმა" კი გაიტანეს (ეს ლეო კარილიო ბაპტიშტაომ მოახერხა), მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

3 ქულა "ოსასუნას" მეტისმეტად ძვირი დაუჯდა, ტრავმების გამო ერთბაშად 4 ფეხბურთელი დაკარგა: სისი, სეხუდო, სოლა და ხოსება ლორენტე. ყველაზე სერიოზული სისის ტრავმაა. ნახევარმცველმა მარჯვენა მუხლი ისე დაიზიანა, სეზონის ბოლომდე მკურნალობა მოუწევს.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის

"მალაგას" ბრწყინვალე სტარტისგან თითქმის აღარაფერი დარჩა. ყოველ შემთხვევაში, "ხეტაფე" ამ გამარჯვებით ანდალუსიურ კლუბს ქულებით გაუთანაბრდა.

პირველი ტაიმი არაფრად ვარგოდა, თუმცა გოლის მერე გუნდები გამოფხიზლდნენ. გოლი კი ასე გავიდა - პედრო ლეონმა მე-2 ტაიმის მე-11 წუთზე კუთხური ჩააწოდა, "ხეტაფეს" მცველი ალბერტო ლოპო მეკარე ვილი კაბალიეროსა და ელიზეუს შორის მოულოდნელად "ამოიზარდა" და თავით გამარჯვების გოლი შეაგდო - 1:0.

"მალაგა" თამაშის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე გაათანაბრებდა, სავიოლას დარტყმული მოიას სასწაულებრივ რომ არ მოეგერიებინა.

პელეგრინო მესტალიას რისხვას შესწირეს
ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და, როცა კარლოს ველა მასპინძელთა კარში პენალტს ასრულებდა, "მესტალია" საბოლოოდ "აფეთქდა".

"ვალენსიას" გულშემატკივრები ყველაფერს და ყველას აპროტესტებდნენ. "რეალ სოსიედადთან" 2:5 მარცხი მართლაც ბოლო წვეთი იყო და მოთმინების ფიალაც შეივსო. ტრიბუნებიდან ფეხბურთელებს უყვიროდნენ, რომ ისინი არ იმსახურებდნენ "ვალენსიას" მაისურებით თამაშს; ცუდი სიტყვებით მოიხსენიებდნენ პრეზიდენტ მანუელ ლორენტეს. თამაშის შემდეგ კლუბის ოფისი შუშის კარებიც ჩაამსხვრიეს.

ალბათ, იმ წუთებში საბოლოოდ გადაწყდა არგენტინელი მაურისიო პელეგრინოს ბედი - და მანუელ ლორენტემ ის მოხსნა. თამაშს რაც შეეხება, 10-კაციანმა "ვალენსიამ" (პირველ ტაიმში ჟონასმა იდაყვი უთავაზა მეტოქეს) შინ 5 გოლის გაშვება "მოახერხა" და ამით ყველაფერი ნათელია.

არის რეკორდი!
ტიტო ვილანოვას გუნდმა 5:1 დაამარცხა "ბილბაო" და ლა ლიგის სტარტის ყველა დროის რეკორდი დაამყარა - 14 ტურის შემდეგ 40 ქულა დააგროვა.

ანგარიში ჟერარდ პიკემ გახსნა, შემდეგ კი გოლი ლიონელ მესის დარტყმის შემდეგ ფერნანდო ამორებიეტამ საკუთარ კარში ჩაჭრა.

ეს გოლი ჯერაც საკამათოა, ჩაეთვლება თუ არა მესის. ბუნებრივია, ამას მნიშვნელობა აქვს, რადგან მესიმ ამის შემდეგ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და თუ პირველსაც ჩაუთვლიან ოფიციალურად, მაშინ მის ანგარიშზე უკვე 84 გოლი იქნება 2012 წელს, ანუ გერდ მიულერის რეკორდზე ერთით ნაკლები.

"ბარსას" სხვა გოლები ადრიანომ და სესკ ფაბრეგასმა გაიტანეს, ბასკთა პრესტიჟის გოლის ავტორი კი იბაი გომესია.

ისევ სამეფო სცენარით
ჯერ კიდევ მოთელვაზე ტრავმა მიიღო "ატლეტიკოს" ბრაზილიელმა მცველმა ფილიპე ლუიშ კასმირსკიმ და ის არგენტინელი კატა დიასით შეცვალეს.

დერბიმ ვერ გაამართლა, "რეალმა" მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე, რაშიც ლომის წილი კრიშტიანო რონალდომ დაიდო - მან ჯერ შორეული საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, შემდეგ კი მესუთ იოზილს გაატანინა.

"ატლეტიკოს" ფორვარდმა რადამელ ფალკაომ კი "რეალის" დაცვასთან ვერაფერი გააწყო, ისევე, როგორც "ატლეტიკომ" - "რეალთან".

აგირეს პირველი ქულა
ესპანეთში ცუდ ტრადიციად მკვიდრდება, რომ გამორჩეულ დროს დანიშნული მატჩები (პარასკევს, ორშაბათს და კვირას, შუადღით) არ გამოდის საინტერესო სანახავი - 2 დეკემბერს ასეთი შეხვედრა "გრანადასა" და "ესპანიოლს" შორის 0:0 დასრულდა.

ანდალუსიელები კი სჯობდნენ კატალონიელებს, მაგრამ მექსიკელმა "ელ ვასკომ", ხავიერ აგირემ "ესპანიოლის" მწვრთნელის რანგში პირველი ქულა მაინც მიითვალა.

ორივე გუნდი გასავარდნ ზონაში რჩება. აგირეს გუნდი დაცვაში უკეთ თამაშობს, ვიდრე პოჩეტინიოს "ესპანიოლი" თამაშობდა, თუმცა, შემადგენლობის მხრივ, ხავიერის პირველმა ექსპერიმენტმა არ გაამართლა - პორტუგალიელ სიმაო საბროსას, რომელიც ახალმა მწვრთნელმა სასტარტოში დააწინაურა, სახეირო არაფერი გაუკეთებია.

ბეტისი აღარ ხუმრობს

"ბეტისი" აღმაფრენას განიცდის, "რიასორზე" 3:2 გამარჯვების შემდეგ ეს სევილიური კლუბი ლა ლიგაში მე-4 ადგილზეა 25 ქულით.

მოგეხსენებათ, ეს ადგილი ესპანეთში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსს იძლევა. რუბენ კასტრო "დეპორის" ყოფილი ფეხბურთელია. მან "რიასორზე" დუბლი შეასრულა, თუმცა გამარჯვების გოლის ავტორი კოსტარიკელი ჯოელ კემპბელია. მასპინძელთაგან დუბლი რიკიმ შეასრულა.

ლევანტე მაინც გადარჩა
გალისიური "სელტა" ენრიკე დე ლუკასის გოლით დაწინაურდა. ამ შემთხვევაში მსაჯები შეცდნენ, რადგან მასპინძელთა შემტევი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

"სელტამ" უპირატესობის განვრცობა ვერ შეძლო და ბოლოსწინა წუთზე დაისაჯა კიდევაც - 21 წლის როხერ სალვადორმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა, მას მერე, რაც კარში მისი თანაგუნდელი მიჩელი ურტყამდა.

"ლევანტე" 21 ქულით მე-7 ადგილზეა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტური

ოსასუნა-ვალეკანო 1:0
გოლი: 1:0 კიკე სოლა (5)
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - დამია, არიბასი, ფლანიო, ნანო - ოიერი, ლო - სეხუდო(67. ლამა), არმენტეროსი, სისი (34. ხ. ლორენტე) - კიკე სოლა (62. ტიმორი).
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კობენიო - ტიტო, გალვესი, ამატი, ნაჩო - ფუეგო, ტრაშორასი (68. დელიბაშიჩი) - ფ. ვასკესი (81. ლ. ბანგურა), ა. დომინგესი, პიტი - ლეო კარილიო.
გაფრთხილება: ფლანიო, არმენტეროსი, ოიერი - ნაჩო, გალვესი
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 12-9 (3-1); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 15 000

ხეტაფე-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 ლოპო (56)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, ლოპო, ალექსისი, მანე - ხ. ტორესი, ხ. როდრიგესი - პედრო ლეონი (72. დ. კასტრო), ბარადა (80. ლასენი), ლაფიტა - ა. ვასკესი (88. ალკასერი).
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ელიზეუ - ტულალანი, ნაჩო კამაჩო (65. სანტა კრუსი) - ხოაკინი (80. ბუონანოტე), ისკო, პორტილიო (88. სება ფერნანდესი) - სავიოლა.
გაფრთხილება: ლაფიტა, კასტრო - კამაჩო, ელიზეუ, დემიკელისი, ტულალანი
გაძევება: დ. კასტრო (93)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 13-8 (3-5); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 9 500

ვალენსია-სოსიედადი 2:5
გოლები: 1:0 სოლდადო (2), 1:1 დე ლა ბელა (43), 1:2 მ. გონსალესი (56), 1:3 იფრანი (63), 2:3 სოლდადო (72), 2:4 აგირეჩე (82), 2:5 ველა (91-პენ)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟ. პერეირა (75. ვალდესი), რ. კოშტა, რუისი, სისოკო (64. გუარდადო) - გაგო, ბანეგა - ფეგული, ჟონასი, ბერნატი (64. ვიერა) - სოლდადო.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - პარდო, ზურუტუზა (71. გ. კასტრო) - ველა, ჩაბი პრიეტო, გრიზმანი (73. როსი) - იფრანი (77. აგირეჩე).
გაფრთხილება: რუისი, ბანეგა - კ. მარტინესი, ველა
გაძევება: ჟონასი (41)
კუთხური: 5-11; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 10-17 (5-11); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 39 000

ბარსელონა-ბილბაო 5:1
გოლები: 1:0 პიკე (22), 2:0 მესი (25), 3:0 ადრიანო (45), 4:0 ფაბრეგასი (56), 4:1 ი. გომესი (65), 5:1 მესი (70)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - ადრიანო (73. მონტოია), პიკე, მასკერანო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი (74. სონგი), ფაბრეგასი - პედრო, მესი, ინიესტა (73. ტ. ალკანტარა).
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - რამალიო (72. სან ხოსე), ეკიზა, ამორებიეტა, აურტენეჩე - დე მარკოსი, იტურასპე, ანდერი - სუსაეტა (63. ტოკერო), ადურისი (46. ფ. ლორენტე), ი. გომესი.
გაფრთხილება: ბუსკეტსი - დე მარკოსი, იტურასპე, ანდერი
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 19-6 (10-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 80 000

VideoSportall.Ge
ბარსელონა - ბილბაო 5:1


რეალი-ატლეტიკო 2:0
გოლები: 1:0 რონალდო (15), 2:0 იოზილი (66)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია (68. კალეხონი), იოზილი (88. მოდრიჩი), რონალდო - ბენზემა (91. ხოსე როდრიგესი).
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, კატა დიასი, გოდინი - კოკე (71. ადრიან ლოპესი), მ. სუარესი, გაბი (72. ტიაგო), არდა თურანი (77. რ. გარსია) - ფალკაო, დ. კოშტა.
გაფრთხილება: ხედირა - არდა თურანი, ხუანფრანი, მირანდა, სუარესი, ფალკაო
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 18-23; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 13-4 (6-2); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 79 000

VideoSportall.Ge
რეალი - ატლეტიკო 2:0


გრანადა-ესპანიოლი 0:0
გრანადა (4-2-3-1): ტონიო - ნიომი, დიახატე (75. ი. ლოპესი), ბ. გომესი, სიკეირა - ირინეი (83. რომერო), მ. რიკო - ტორჟე, იგჰალო, დ. ბენიტესი - ელ-არაბი (62. ბრაიმი).
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - ხ. ლოპესი, კოლოტო, ფორლინი, ვ. ალვარესი - ვ. სანჩესი, ბაენა - სიმაო (54. რუი ფონტე), ვერდიუ, ვაკასო (73. რ. როდრიგესი) - სტუანი (59. ლონგო).
გაფრთხილება: სიმაო, ხ. ლოპესი, ვაკასო, ლონგო
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 14-22; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 24-12 (7-2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 17 000

დეპორტივო-ბეტისი 2:3
გოლები: 0:1 რ. კასტრო (38), 0:2 რ. კასტრო (54), 1:2 რიკი (55), 2:2 რიკი (60), 2:3 კემპბელი (76)
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - ლაურე, აიტამი, როდერიკი (71. ბოდიპო), აიოსე - ბერგანტინიოსი, აგილარი - გამა, ვალერონი (80. კამუნიასი), პიცი - რიკი.
ბეტისი (4-3-3): ადრიანი - ჩიკა, ამაია, დორადო, ნაჩო - ბენიატი, კანიასი, სევილია (62. ვადილიო) - რ. კასტრო, მოლინა (67. რ. პერესი), კემპბელი (87. ნოსა).
გაფრთხილება: აიოსე, აიტამი, აგილარი - სევილია, პერესი, ბენიატი, ადრიანი, დორადო
კუთხური: 12-5; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 17-12 (7-7); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 28 000

სელტა-ლევანტე 1:1
გოლები: 1:0 დე ლუკასი (37), 1:1 როხერი (89)
სელტა (4-2-3-1): ვარასი - მალიო, კაბრალი, ტუნიესი, ლაგო - ოუბინია, ა. ლოპესი (74. ბუსტოსი) - ა. ფერნანდესი, დე ლუკასი (66. ბერმეხო), კრონ-დელი - ასპასი (84. პარკი).
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ლელი, ბალესტეროსი, დ. ნავარო, ხუანფრანი - იბორა, დიოპი (77. როხერი) - ელ-ჟარი (58. ანხელი), ბარკერო, ხუანლუ (69. მიჩელი) - მარტინსი.
გაფრთხილება: ფერნანდესი, ბერმეხო, კაბრალი - ბალესტეროსი, ხუანლუ, დიოპი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18-8 (8-2); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 20 000

მალიორკა-სარაგოსა 1:1
გოლები: 0:1 პოშტიგა (16), 1:1 ვიქტორი (86)
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ჩ. ნავარო (26. ჯოვანი დოს სანტოსი), ნუნიეში, ჟერომელი, ბიგასი (79. მ. ფერნანდესი) - პინა, მარკესი (60. ალფარო) - ნსუე, ვიქტორი, მ. პერეირა - ჰემედი.
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სეპუნარუ, ლოოვენსი, ალვარო, აბრაამი (73. პარედესი) - სუკულინი, მოვილია (88. პინტერი) - ვ. როდრიგესი (65. ხოსე მარი), აპონიო, მონტანიესი - პოშტიგა.
გაფრთხილება: პერეირა, ბიგასი, ვიქტორი - ლოოვენსი, სეპუნარუ, მოვილია, რობერტო
გაძევება: ლოოვენსი (12)
კუთხური: 9-0; ჯარიმა: 19-7; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 19-2 (7-2); ბურთის ფლობა: 72%-28%.
მაყურებელი: 16 000

სევილია-ვალიადოლიდი - 3 დეკემბერს, 00:30

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 ბარსელონა
14 13 1 0 48-16 40
2 ატლეტიკო 14 11 1 2 29-13 34
3 რეალი 14 9 2 3 34-10 29
4 ბეტისი 14 8 1 5 23-24 25
5 მალაგა 14 6 4 4 19-10 22
6 ხეტაფე 14 7 1 6 17-19 22
7 ლევანტე 14 6 3 5 16-21 21
8 სოსიედადი 14 6 2 6 21-18 20
9 ვალეკანო 14 6 1 7 18-30 19
10 ვალიადოლიდი 13 5 3 5 18-14 18
11 სევილია
13 5 3 5 18-18 18
12 ვალენსია 14 5 3 6 18-23 18
13 სარაგოსა 14 5 1 8 16-23 16
14 სელტა 14 4 3 7 16-19 15
15 ბილბაო
14 4 3 7 19-32 15
16 ოსასუნა 14 3 4 7 12-15 13
17 მალიორკა 14 3 4 7 14-23 13
18 გრანადა 14 3 3 8 11-20 12
19 დეპორტივო 14 2 5 7 21-31 11
20 ესპანიოლი 14 2 4 8 13-22 10

ბომბარდირები
21 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 13 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 8 - არიც ადურისი (ბილბაო)

მომდევნო ტური
7 დეკემბერი
ესპანიოლი-სევილია.

8 დეკემბერი
რეალ სოსიედადი-ხეტაფე, მალაგა-გრანადა, ვალიადოლიდი-რეალი, ოსასუნა-ვალენსია.

9 დეკემბერი
ლევანტე-მალიორკა, ბილბაო-სელტა, ატლეტიკო-დეპორტივო, ბეტისი-ბარსელონა.

10 დეკემბერი
რაიო ვალეკანო-სარაგოსა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული