ლიონელ მესი: ჩემზე ამბობენ, რომ პატარა დიქტატორი ვარ?

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კატალონიელთა აკადემიის თავისებურებებზე ისაუბრა, კომენტარი გაუკეთა მის პელესა და მარადონასთან შედარებებს და ასევე უარყო ინფორმაცია, თითქოს ის ხასიათით ნამდვილი ტირანია.

- ამბობენ, რომ პატარა დიქტატორი ხართ...
- სულ არ მანაღვლებს ის, რას ამბობენ სხვები. რაც მთავარია, გუნდში ჩემმა პარტნიორებმა იციან, რომ ეს მე არ მეხება. მათ კარგად უწყიან, სინამდვილეში როგორი ვარ.

- რაშია ლა მასიას განსაკუთრებულობა?
- ლა მასია მსოფლიოს სხვა სკოლებისგან განსხვავებულად მუშაობს. იქ სხვაგვარად ასწავლიან პასის გაკეთებას, ბურთის კონტროლს, ამუშავებენ ტაქტიკას. როდესაც არგენტინიდან
ბარსელონაში ჩამოვედი, გუნდში თამაში ვისწავლე.

- კომპლიმენტებით ხშირად გამკობენ...
- ამისთვის ხალხის მადლობელი ვარ. ეს ძალიან მომწონს, თუმცა საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსიც თავად ვარ. ყოველთვის ვხვდები, როდესაც რაღაცას ისე არ ვაკეთებ.

კაცმა რომ თქვას, ვინმესგან რჩევების მოცემა არც მჭირდება, მაგრამ როდესაც ჩემს ნაკლოვანებებზე საუბრობენ, ვცდილობ, ვიმუშაო იმ მიმართულებით და დავხვეწო ესა თუ ის კომპონენტი.

- მოედანზე კონკრეტული პოზიციის გარეშე თამაშობთ?
- არაა მართებული იმის თქმა, რომ "ცრუ ცხრიანი" ჩემთვის გამოიგონეს. ეს მხოლოდ განსაკუთრებული გუნდური თამაშით სტილის ნაყოფია. უბრალოდ, მე ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რაც მევალება და ჩემზეა დამოკიდებული.

- თქვენ პელესა და მარადონას გადარებენ...
- ამ ფაქტის გამო ძალიან ამაყი ვარ, რადგან ორივე მათგანი უდიდესი ფეხბურთელია.

და მაინც, მე ვაკეთებ იმას, რაც მე და გუნდს წაგვადგება. ჩემზე კი მაშინ ვისაუბროთ, როდესაც კარიერას დავასრულებ.

მომზადებულია Voetbal International-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
უკვე ლეგენდაა.. რა უნდა თქვა გენიოსი ფენომენი ჯადოქარი.. და რა თავდაბალია რაც უფრო დიდ ფას ადებს მის გენიალურობას
messi001
16:40 04-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული