კარლეს პუიოლს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მეტოქედ "მილანი" სურს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა კარლეს პუიოლმა იმედი გამოთქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის კენჭისყრის შედეგად "ბლაუგრანას" მეტოქე "მილანი" იქნება.

"ჩვენი შემდეგი მეტოქე? სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის სულერთია, მაგრამ უკვე იცით, რომ "მილანის" წინააღმდეგ მიყვარს თამაში. ამ გუნდით აღფრთოვანებული ვარ.

სეზონი გრძელდება, ამიტომ ყურადღება "კოპა დელ რეისა" და ლა ლიგაზე უნდა გადავიტანოთ.

მესი? ის ჯერ არ მინახავს. იმედია, ტრავმა სერიოზული არაა",
- თქვა პუიოლმა.

მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული