1972-73 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მიულერი "ბარსაში" გადადიოდა. შემორჩენილია ხელშეკრულების დოკუმენტიც - 30 მილიონი პესეტა და ორი ამხანაგური მატჩი "კამპ ნოუზე". ასეთი იყო პირობა "ბარსელონასა" და "ბაიერნს" შორის.
ეს ხელშეკრულება... გერმანიის მთავრობამ პოლიტიკური მოსაზრებით ჩაშალა და "ბარსელონამ" სხვა ვარსკვლავზე დაიწყო მუშაობა. ის სხვა ვარსკვლავი კი იოჰან კრუიფი იყო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"