ფლორენტინო პერესი: "რეალს" უკვე ჰყავს მწვრთნელი და ის 2016 წლამდე აქ იქნება!

AutoSharing Option
უკვე მერამდენედ ხდება ასე - "სამეფო კლუბი" უარყოფს "მარკას" მიერ აგორებულ ამა თუ იმ ჭორს.

ეს გაზეთი მას შემდეგ გააქტიურდა ამ კუთხით, რაც მადრიდელთა თავკაცად ჟოზე მოურინიო დაინიშნა, რომელიც აშკრად არ უწევს ანგარიშს ესპანეთში ავტორიტეტულ გამოცემას.

მართალია, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც, "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ბოლო დროს გავრცელებულ ხმებს გასცა პასუხი - მოურინიო არსადაც არ მიდის, არც ახლა და არც სეზონის დასრულების შემდეგ.

"რეალის" პრეზიდენტმა პორტუგალიური "ა ბოლას" ჟურნალისტ მანუელ პერეირას უთხრა: "მოურინიო ჩემი გუნდის მწვრთნელია, სულ მცირე 2016 წლამდე".

სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ფლორენტინო პერესი "რეალ მადრიდ ტვ-ის" საშუალებით ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და მათ შორის მწვრთნელის საკითხსაც.

ახლა უკვე "მარკაც" კი ვარაუდობს, რომ "რეალის" თავკაცს უფლებამოსილებას გაუზრდიან გარკვეულ საკითხებში. ანუ ამ ალიაქოთიდან გამარჯვებული ისევ მოურინიო გამოვიდა?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: "რეალს" დავტოვებ? რა სისულელეა!
Marca: ჟოზე მოურინიო სეზონის ბოლოს "რეალს" დატოვებს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული