ჟოზე მოურინიო: მეზღვაურის სული მაქვს, ახალ-ახალი თავგადასავლები მიყვარს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ კლუბების ხშირი ცვლა, რაც პორტუგალიელი მწვრთნელისთვის დამახასიათებელია, ახალი გამოცდილების მიღები სურვილითაა გამოწვეული.

"მე პორტუგალიელი მეზღვაურის სული მაქვს, მიყვარს სხვადასხვა ადგილებში ახალი გამოცდილების მიღება. არ ვიცი, მელის თუ არა მომავალში კიდევ ერთი თავგადასავალი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ 100 პროცენტით მოტივირებული უნდა ვიყო, რაშიც ახალი გამოწვევები მეხმარება", - აქვეყნებს მოურინიოს სიტყვებს გოალ.ქომ.

49 წლის სპეციალისტი ერთადერთი მწვრთნელია ისტორიაში, რომელმაც ოთხი ქვეყნის - პორტუგალიის, ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატები მოიგო.

ბოლო დროს გავრცელდა ხმები,
რომ გაისად პორტუგალიელისა და მადრიდის "რეალის" გზები გაიყოფა და მოურინიო პსჟ-ს მიაშურებს.

ესპანეთის ჩემპიონატის 14-ე ტურის შემდეგ "რეალი" მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ "ბარსელონას" 11 ქულით ჩამორჩება.

ასევე იხილეთ:
ფლორენტინო პერესი: "რეალს" უკვე ჰყავს მწვრთნელი და ის 2016 წლამდე აქ იქნება!
ჟოზე მოურინიო: "რეალს" დავტოვებ? რა სისულელეა!
Marca: ჟოზე მოურინიო სეზონის ბოლოს "რეალს" დატოვებს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული