ტიტო ვილანოვა: ლეო მესის რამე რომ სჭირდეს, სევილიაში ნაღდად არ წავიყვანდი

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი, მიუხედავად ოთხშაბათ მიღებული მუხლის ტრავმისა, 9 დეკემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის 15-ე ტურში, "ბეტისთან" გასამართ შეხვედრაში თამაშს შეძლებს.

არგენტინელი ოთხშაბათს, "ბენფიკასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაშავდა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა "ბეტისთან" მის გამოყენებას გეგმავს.

"არ მიყვარს ჩემი ფეხბურთელების ჯანმრთელობის ხარჯზე რისკზე წასვლა და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ეს ლეო იქნება, თუ სხვა ვინმე.

მესის რაც შეეხება, სულ მცირედი საშიშროებაც რომ ყოფილიყო, მას სევილიაში არ წავიყვანდი, მაგრამ ამ შემთხვევაში რისკი ნულის ტოლია.

მას ვარჯიშზე სულ მცირე ტკივილი მაინც რომ ეგრძნო, ამას არ დამალავდა. და რადგან არაფერი სტკივა, ეს ნიშნავს, რომ კარგ ფორმაშია და თამაშს შეძლებს.

რა თქმა უნდა, მასთან ერთად "ბარსელონა" ძლიერია და ყველამ კარგად ვიცით, რომ ის ყოველთვის თავდაუზოგავად იბრძვის. ლეო სულით ხორცამდე ფეხბურთისთვისაა შეწირული"
, - თქვა ვილანოვამ მატჩის წინ.

"ბეტისი" ერთობ უხერხული მეტოქა "ბარსელონასთვის", რომელსაც სევილიაში 2005 წლიდან მოყოლებული არ მოუგია.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტურის წინ: მთავარი კითხვა: მესი NO თუ მე SI
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული