არგენტინელი ოთხშაბათს, "ბენფიკასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაშავდა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა "ბეტისთან" მის გამოყენებას გეგმავს.
"არ მიყვარს ჩემი ფეხბურთელების ჯანმრთელობის ხარჯზე რისკზე წასვლა და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ეს ლეო იქნება, თუ სხვა ვინმე.
მესის რაც შეეხება, სულ მცირედი საშიშროებაც რომ ყოფილიყო, მას სევილიაში არ წავიყვანდი, მაგრამ ამ შემთხვევაში რისკი ნულის ტოლია.
რა თქმა უნდა, მასთან ერთად "ბარსელონა" ძლიერია და ყველამ კარგად ვიცით, რომ ის ყოველთვის თავდაუზოგავად იბრძვის. ლეო სულით ხორცამდე ფეხბურთისთვისაა შეწირული", - თქვა ვილანოვამ მატჩის წინ.
"ბეტისი" ერთობ უხერხული მეტოქა "ბარსელონასთვის", რომელსაც სევილიაში 2005 წლიდან მოყოლებული არ მოუგია.
ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტურის წინ: მთავარი კითხვა: მესი NO თუ მე SI