რადამელ ფალკაო: მინდა კლუბის ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვო

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა რადამელ ფალკაომ "დეპორტივოსთან" (6:0) ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ფალკაო ერთადერთი ფეხბურთელი გახდა კლუბის ისტორიაში, ვინც ერთ მატჩში ხუთი გოლის გატანა შეძლო.

"ღმერთს მადლობა, რომ ასეთი მატჩი გადამატანინა. ძალიან მინდა, კლუბის ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვო.

ჩვენი გუნდი ფსიქოლოგიურად ძლიერდება. მოედნის მიღმაც კი ძლიერები ვართ. რა თქმა უნდა, რთული პერიოდი გვქონდა, მაგრამ ყოველთვის ერთ გუნდად ვრჩებოდით",
- თქვა ფალკაომ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტური: ვეფხვები ღამით ნადირობენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული