კაკა არ იყიდება!

AutoSharing Option
"რეალის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს ნახევარმცველ კაკასთან განშორება არ სურს. არადა, მასმედიაში ხშირად ჩნდებოდა ცნობა, რომ შესაძლოა
ბრაზილიელი იტალიაში, მილანის ერთერთ კლუბში დაბრუნდეს. წინა კვირაში "მილანის" ბაზაზე პლეიმეიკერის მამის გამოჩენა ამ ხმებს დამაჯერებლობას მატებდა.

"ხელაღებით შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენი შემადგენლობა სეზონის ბოლომდე უცვლელი დარჩება, - განაცხადა მოურინიომ. - ჩემ განკარგულებაში ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან. თანაც, ზამთარში ახალი შენაძენით გუნდის გაძლიერებას არ ვაპირებთ, თუ რა თქმა უნდა, რაიმე ექსტრაორდინარული არ მოხდა".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული