კარლოს გონსალესი: უკვე ყელში ამოგვივიდა ეს მოურინიო!

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "კორდობას" პრეზიდენტმა კარლოს გონსალესმა, რომელიც მადრიდის "რეალის" სრულუფლებიანი წევრიცაა, ჟოზე მოურინიოს კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა.

"უკვე ყელში ამოვიდა ეს კაცი. აჯობებს, თუ "რეალი" მოურინიოს თავიდან მოშორებაზე იფიქრებს და უკვე აქედანვე დაიწყებს ახალი ტოპ-მწვრთნელის ძიებას.

ადრე "რეალი" თავის აღზრდილებს ეყრდნობოდა, "ბარსელონა" კი ძვირფას ფეხბურთელებს ყიდულობდა - იოჰან კრუიფისა და დიეგო მარადონასნაირებს.

მაშინ ჩვენ მუდმივად წარმატებულები ვიყავით, მაგრამ დროება შეიცვალა - ახლა "რეალი" ყიდულობს ვარსკვ
ლავებს, "ბარსელონა" კი თავად ზრდის ფეხბურთელებს.

ჰოდა, შეხედეთ მათ მიღწევებს",
- აქვეყნებს გონსალესის სიტყვებს გოალ.ქომ.

"ამ ყველაფერს
ჭკუიდან გადავყავარ - ჩვენი
კლუბის იმიჯი კნინდება და დღეს მტერი უფრო მეტი გვყავს, ვიდრე მოყვარე.

ის, რომ მოურინიო "რეალის" აღზრდილ ახალგაზრდებს უყურადღებოდ ტოვებს, უდიდესი შეცდომა მგონია",
- დასძინა "კორდობას" პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
ჟოზე მოურინიო: მეზღვაურის სული მაქვს, ახალ-ახალი თავგადასავლები მიყვარს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეტყობა კორდობას ფინანსურად არც ისე დიდი წილი აქვს რეალში, თორემ ფაქტია რომ შედარებითი წარუმატებლობის ფონზე ამ ფორმაციის "რეალი" „ბარსას“ სერიოზულად (25-35 მილიონი ევროთი) ჯობნის როგორც ერთი მომგებიანი ბიზნეს ერთეული მეორეს.
თან გაითვალისწინეთ რომ რეალის ხარჯი ბევრად მეტია, ვინაიდან ძვირადღირებულ ფეხბურთელებს ყიდულობს... ბარსა კი "იაფად" ზრდის :)
რეალისტი
18:17 12-12-2012
0

სიახლეები პოპულარული