"ატლეტიკო" რადამელ ფალკაოს სეზონში 7 მილიონს სთავაზობს

AutoSharing Option
მართალია, "მარკამ" უკვე გამოაცხადა, რომ რადამელ ფალკაო მადრიდის "რეალში" გადადის, მაგრამ "ატლეტიკო" ასე იოლად არ აპირებს საუკეთესო ფეხბურთელის დაკარგვას.

როგორც "ელ მუნდო" წერს, კლუბის პრეზიდენტი, ენრიკე სერესო ყველაფერს გააკეთებს, რომ 26 წლის "ელ ტიგრემ" გაისადაც "როხიბლანკოში" ითამაშოს.

თუკი მადრიდელები სეზონის ბოლოს სამეულში შევლენ და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ, ფალკაოს გაყიდვის აუცილებლობას თავიდან აიცილებენ ფინანსური თვალსაზრისით.

"ატლეტიკოს" შეუძლია წარმატებით დაიცვას ევროპალიგის ტიტულიც. "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა კოლუმბიელს გასამრჯელოდ 7 მილიონ ევროს (15 მილიონს გადასახადების ჩათვლით) შესთავაზებს.

ეს კი ისეთი ხელფასია, რომელიც თავის დროზე
კლუბში არც ფერნანდო ტორესს და არც სერხიო აგუეროს არ შესთავაზეს.

თუმცა საბოლოო სიტყვა ფალკაოს და მის მენეჯერ ჟორჟე მენდეშს ეკუთვნით. "ელ მუნდოს" აზრით, თუკი ფეხბურთელი მაინც წასვლას გადაწყვეტს, მისი შემდგომი კლუბი უფრო ინგლისური იქნება და არა "რეალი"; ალბათ - "ჩელსი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული