იკერ კასილიასს ამერიკა და მშვიდი ცხოვრება უნდა

AutoSharing Option
ახლახან სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუკი კარიერას მადრიდის "რეალში" დაასრულებს.

უცნაურია, მაგრამ იმავე აზრის არ არის გუნდის კაპიტანი იკერ კასილიასი - 31 წლის მეკარემ განაცხადა, რომ კარიერის ბოლო წლები "უფრო მშვიდ გარემოში" ურჩევნია გაატაროს. სიმშვიდე და "რეალი", მოგეხსენებათ, შორიშორსაა.

ესპანურ "ლა სექსტასთან" ინტერვიუში კასილიასმა თქვა, რომ არ ჰგონია, 4-5 წლის შემდეგაც "რეალის" მეკარე იყოს. ის თავს უფრო მშვიდ გარემოში დაიგულებს და ეს ალბათ ამერიკული საფეხბურთო ლიგა MLS იქნება.

"რეალის" გულშემატკივრებს მან ერთი პირობა მისცა: "არასოდეს გადავალ ისეთ კლუბში,
რომელსაც ოდესმე მაინც მოუწევს "რეალთან" დაპირისპირება. ეს გამორიცხულია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული