ჟოზე მოურინიო: ჯობია თასზე წააგო, ვიდრე ჩემპიონატში

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ესპანეთის თასის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, სტუმრად "სელტასთან" ანგარიშით 1:2 დამარცხების შემდეგ აღნიშნა, რომ მის გუნდს კარგი შანსი აქვს ტურნირზე ბრძოლის გასაგრძელებლად.

"სელტას" ფეხბურთელები კარგად თამაშობდნენ და მოგებაც დაიმსახურეს. შესაძლოა, უფრო ლოგიკური ანგარიში 1:0 ყოფილიყო.

კაცმა რომ თქვას, მერჩივნა დღეს წამეგო, ვიდრე ჩემპიონატში. ამ დაპირისპირებაში ფავორიტად ყველა შემთხვევაში ვრჩებით და ვიმედოვნებთ, რომ წინ წავალთ.

საპასუხო შეხვედრა უფრო ემოციური იქნება"
, - აქვეყნებს მოურინიოს სიტყვებს "რეალის" ოფიციალური საიტი.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის ზოგიერთი მოთამაშის მოქმედებამ
იმედი გაუცრუა, თუმცა მოურინიოს გვარები არ დაუკონკრეტებია.

"რამდენიმე მოთამაშემ იმედი გამიცრუა. შესაძლოა, ს
ჯობდა, შანსი მორატასთვის მიმეცა, მაგრამ მის ამბიციებს ზოგჯერ ბოროტ ხუმრობამდე მივყავართ ხოლმე. წვიმამ, სიცივემ და სათასო თამაშმა მისთვის არასახარბიელო გადაწყვეტილება მიმაღებინა.

ამისთანა მატჩის შემდეგ მწვრთნელის გაკრიტიკება შეიძლება, თუმცა მწვრთნელი მხოლოდ ვალდებულებებით არ შემოიფარგლება და მისთვის არსებობს უფლებებიც - და ამ შემთხვევაში ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო",
- თქვა ჟოზემ.

"მინდა გამოვარჩიო ვარანი. ის ნამდვილი ჩემპიონია. რაფაელი ტრავმირებული იყო, მაგრამ თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა - იმაზე უკეთაც, ვიდრე ზოგიერთმა ჯანმრთელმა მოთამაშემ", - დასძინა მოურინიომ.

"რეალისა" და "სელტას" საპასუხო მატჩი 2013 წლის 9 იანვარს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

ასევე იხილეთ:
კარლოს გონსალესი: უკვე ყელში ამოგვივიდა ეს მოურინიო!
ჟოზე მოურინიო: მეზღვაურის სული მაქვს, ახალ-ახალი თავგადასავლები მიყვარს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული