იკერ კასილიასი: "რეალში" თანაგუნდელები მეტსახელად "ნესვისთავას" მეძახიან

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა იკერ კასილიასმა ჟურნალისტებს იმ უცნაური მეტსახელის შესახებ უამბო, რომელიც მას თანაგუნდელებმა შეარქვეს.

"თანაგუნდელებმა "ნესვისთავა" შემარქვეს, რადგან თავი ტანთან მიმართებაში გაცილებით დიდი მაქვს. ასე გაჩნდა ეს მეტსახელი", - აქვეყნებს კასილიასის სიტყვებს goal.com.

ესპანელმა მეკარემ უარყო ცნობა იმის შესახებ, თითქოს მასა და კრიშტიანო რონალდოს შორის კონფლიქტი არსებობს. იკერმა აღნიშნა, რომ ამჟამად "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები ერთ კოლექტივად არიან შეკრულნი.

"გავატარებდი თუ არა დღესასწაულს რონალდოსთან ერთად? რა თქმა უნდა, სიამოვნებით წავიდოდი მასთან ერთად დროის სატარებლად სადმე და მზად ვარ, ყველა ხარჯი
საკუთარ თავზე ავიღო.

კრიშტიანო, პეპე და კოენტრაუ ერთად დიდ დროს ატარებენ. ასეა, როდესაც პორტუგალიის ნაკრებში იკრიბებიან, მაგრამ კლუბში დაბრუნებულები უკვე გუნდში ითქვიფებიან.

მარსელო ნამდვილი ენაჭარტალაა, იოზილი კი ძალიან მუდო და ჩუმია. მას მეტსახელიც კი მოვუგონე - "კაპარჭინა" (თევზის ჯიში), მაგრამ სერხიო რამოსს მესუთთან ურთიერთობაში ეს მაინც ვერ აბრკოლებს. რაც შეეხება სამი ხედირას, ისიც ისეთია, როგორც იოზილი",
- გაჭორა თანაგუნდელები იკერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული