ლა ლიგა: ჟოზე, გინდოდათ გოლები? ახლა ითვალეთ

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიოს აკრიტიკებდნენ, რომ მის გუნდს გოლები ვერ გაჰქონდა და "რეალმა" ბოლო ორ შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა... კრიშტიანო რონალდოს აკრიტიკებდნენ, რომ შარშანდელივით პროდუქტიული ვერ იყო და პორტუგალიელმა ზედიზედ მეორე დუბლი შეასრულა. "სამეფო კლუბმა" ანდალუსიაში "მალაგა" 4:1 გაანადგურა და მინიმუმ დღის ბოლომდე ლა ლიგას სათავეში მოექცა.

"ლა როსალედაზე" ("ვარდების ბაღი" ქართულად) რონალდოს შოუ ვიხილეთ, კრიშტიანომ ორი გოლი გაიტანა და ორჯერაც გონსალო იგუაინს გაატანინა. "ვარდების ბაღი" წლეულს მტრად ექცა "მალაგას", ანდალუსიურ კლუბს შინ ჯერ ქულა არ აუღია. "როსალედაზე" "რეალთან" დაპირისპირების ისტორიაშიც საამაყო
არაფერი აქვს ანდალუსიურ კლუბს, 1994 წლის მერე "სამეფო კლუბთან" აქ 19-დან 14 თამაში წააგო, დანარჩენი კი ფრედ დაასრულა.

"რეალს" სამშაბათს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მილანთან" უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, მაგრამ მოურინიოს გუნდს არაფერი ეტყობოდა, რომ "მალაგას" გარდა სხვა მეტოქეზე ფიქრობდა. სტუმრებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, სამი ხედირამ და იგუაინმა თითოჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას, ნახევარი საათის გასვლის შემდეგ "მალაგას" სათადარიგო გოლკიპერის, როდრიგო გალატოს კარში პირველი გოლიც გავიდა - რონალდომ მარცხნიდან ჩამოაწოდა და შორეულ ძელთან დადარაჯებულმა არგენტინელმა ბურთი დაუშვებლად გადაგზავნა კარში. "მალაგამ" კინაღამ მაშინვე გაათანაბრა - ხოსე რონდონის ჩამოწოდებულს "რეალის" მცველის რიკოშეტი დაერთო და რომ არა იკერ კასილიასი, გოლი გავიდოდა.

ტაიმის მიწურულს საჯარიმოში შეჭრილმა მესუთ იოზილმა თავბრუ დაახვია მალაგელებს, რონალდოს გადააწოდა და მანაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მასპინძელთა კარში, ტაიმიც მორჩა - 0:2.

ისევ ამ ორი ფეხბურთელის წყალობით გავიდა მესამე გოლიც, მე-2 ტაიმის მეხუთე წუთზე იოზილი საჯარიმოში წესების დარღვევით ედუ რამოსმა გააჩერა და რონალდომ გალატოს მარჯვენა კუთხეში გაუტანა პენალტი, მეკარემ კუთხე კი გამოიცნო, მაგრამ ბურთს ვეღარ მისწვდა.

55-ე წუთზე "რეალის" კართან კუთხური დაინიშნა, ალბერტ ლუკემ ახლო ძელთან მოაწოდა, სადაც ბურთი უხეიროდ მოიგერია იგუაინმა, შორეულ ძელთან დადარაჯებულ დანიელ მცველ კრის სტადსგაარდს კი გოლის გატანა არ გასჭირვებია.

"მალაგა" დიდი ანგარიშით მარცხს მაინც ვერ გადაურჩა - გოლი რონალდო-იგუაინის კომბინაციას მოჰყვა - 1:4. თამაშის დასრულებამდე დრო კიდევ რჩებოდა და "მალაგაც" წახდა - ქარიმ ბენზემას (ორჯერ), რონალდოსა და პედრო ლეონს აშკარად მართებდათ გატანა. ეს წუთები უკვე "მილანთან" მატჩის წინა გახურებას გვაგონებდა.

ჟოზე მოურინიო (რეალი): "მე მომეწონა "მალაგას" გოლი. ცოტა მოვეშვით და ეგრევე გაგვიტანეს. პირველ ტაიმში უფრო კომპაქტურად ვითამაშეთ, კრიშტიანო და დი მარია მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნიდნენ. 2:0-ის შემდეგ გუნდი უფრო დაბალანსებულ ტაქტიკაზე გადავიყვანე. სეზონის წინ სხვადასხვა ტაქტიკურ ვარიანტს ვამუშავებდით, ასე რომ, გადაწყობა "რეალისთვის" პრობლემას არ წარმოადგენს. რონალდომ კარგად ითამაშა, თუმცა არ გამოვყოფდი სხვებისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის სამი ქულაა, რომელიც მადრიდში მიგვაქვს".

ჟეზუალდო ფერეირა (მალაგა): "თავიდან, თითქოს, კარგად დავიწყეთ, მაგრამ პირველმა გოლმა შეაშინა ბიჭები, მეორემ კი თამაში "მოკლა". გოლებს ძალიან იოლად ვუშვებთ, თანაც საოცარ სიტუაციებში, თუმცა მჯერა, რომ "მალაგას" მეტის პოტენციალი აქვს".

კრიშტიანო რონალდო (რეალი): "ვიცოდი, რომ გოლები თავისით მოვიდოდა და სეზონის დასაწყისში სულაც არ ვნერვიულობდი. მაშინაც ამას ვამბობდი, გოლების დროც მოვა. მესუთ იოზილი ნელ-ნელა გუნდის ლიდერი ხდება, მას თYავდაჯერება ემატება და სულ უფრო საინტერესოდ თამაშობს".

ტურის ცენტრალური მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართა. ლიდერ "ვალენსიას" 85 ათასი "ბლაუგრანას" თვალწინ უნდა დაემტკიცებინა, რომ "ღამურების" ბრწყინვალე სტარტი დამსახურებულია და სანახევროდ გაცხრილულმა გუნდმა ეს შეძლო... ოღონდ მხოლოს ერთი ტაიმი.

"ბარსელონა" ძლიერია, როცა მას ბურთი აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხოსეპ გვარდიოლას გუნდს პრობლემები ექმნება, სწორედ ბურთის კონტროლი წაართვა უნაი ემერის გუნდმა მეტოქეს და პირველი ტაიმი მოუგო კიდეც.

სასტარტო შემადგენლობაში ჩავიც მოხვდა და დავიდ ვილიაც, ორივემ შეძლო ტრავმის დროულად მორჩენა. ვილია პირველად თამაშობდა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. "ელ გუახემ" პირველ ტაიმში ძალიან კარგად ითამაშა და ერთხელ მისი ჩამოწოდების შემდეგ გოლიც უნდა გასულიყო, მაგრამ ვერავინ დაუხვედრა ფეხი ბურთს და ის "ვალენსიას" მცველებმა კარის ხაზიდან გამოიტანეს.

სასტარტო შეტევების შემდეგ ნელნელა "ვალენსიამ" ჩაიგდო ბურთი და 37-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა - მარცხნიდან ჟერემი მატიო შეიჭრა საჯარიმოში და, თითქოს, მახვილი კუთხიდან არტყამდა, ბოლო მომენტში ფრანგმა გადაიფიქრა და ცენტრში პაბლო ერნანდესს დაუგორა, ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის დარტყმულს ვიქტორ ვალდესი თითის წვერებით მიწვდა, მაგრამ...

ოთხ წუთში ერნანდესს რომ კიდევ ერთხელ ეყოჩაღა, ლიდერი, ალბათ ისევ "ვალენსია" იქნებოდა, რობერტომ სოლდადომ "ბარსას" მცველებისგან მიტოვებული პაბლო მოძებნა, მაგრამ ამჯერად ვალდესმა იხსნა გუნდი.

მეორე ტაიმი დაიწყო და... ჩავიმ და ინიესტამ ჩვეული კომბინაცია გაათამაშეს და ანდრესმა ანგარიში მეკარესთან პირისპირ გასვლის შემდეგ გაათანაბრა. ამის შემდეგ "ბარსელონას" უპირატესობა აშკარა იყო. სესარმა ვილიას თავური კი მოიგერია, მაგრამ კარლეს პუიოლის ტყვიასავით გასროლილ თავურს ვერაფერი მოუხერხა. ამ შემთხვევაშიც საგოლე პასი ჩავისია.

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "პირველ ტაიმში გვაჯობეს, მაგრამ მეორეში უკვე ჩვენ ვაჯობეთ მეტოქეს. მინდა შევაქო ბიჭები, მათ შეძლეს წაგებული თამაშის შემობრუნება. ბედნიერი ვარ, რადგან ძალიან კარგი გუნდი დავამარცხეთ. მინდა პერსონალურად შევაქო ანდრეს ინიესტა, რომელიც გადაბმულად თამაშობს, რაც შარშან მისი ფიზიკური მდგომარეობის გამო გამორიცხული იყო. ეს კი ჩვენი დიდი პლუსია, ანდრესს ხომ ძალიან ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ამ მატჩით კი კარგი გაკვეთლი მივიღეთ".

უნაი ემერი (ვალენსია): "პირველ ტაიმში დიდებულად ვითამაშეთ. ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით და სულ ცოტა დაგვაკლდა საამისოდ. მეორე ტაიმსაც ოპტიმისტურად ველოდით, მაგრამ ძალიან მალე გავუშვით გოლი. არ შეიძლება არ აღვნიშნო "ბარსელონას" სიძლიერე, ამ გუნდმა ყველაფერი გაიღო მეორე ტაიმში და, ჩვენი უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიაღწია მიზანს".

ამ თამაშის შესახებ თხრობას ერთი ინციდენტით დავასრულებთ - თამაშის დასრულების შემდეგ გასახდელებისკენ მიმავალ გვირაბში "ბარსელონას" ბრაზილიელმა მარჯვენაფლანგელმა დანი ალვეშმა და "ვალენსიას" ვინგერმა ვისენტე როდრიგესმა იჩხუბეს. მეორე ტაიმში ერთ-ერთ ეპიზოდში შეცვლაზე შემოსული ვისენტე დანი ალვეშმა წააქცია, ფეხბურთელები მაშინვე იჩხუბებდნენ, რომ არა რეფერი. გვირაბში კი ისინი თანაგუნდელებმა გააშველეს.

მცირე მადრიდულ დერბიში კიკე ფლორესის "ატლეტიკომ" მიჩელის "ხეტაფეს" 2:0 სძლია. მასპინძელთა მწვრთნელმა სასტარტოში ფრან მერიდა ათამაშა დიეგო ფორლანი კი სათადარიგოთა სკამზე დასვა. "ატლეტიკომ" ტაიმებში თითო გოლით იმარჯვა - პირველი 37-ე წუთზე გავიდა, სიმაომ კარგად შეასრულა საჯარიმო, ბურთი ძელს მოხვდა, არაფერიც აღარ მოხდებოდა, რომ არა მეკარე ხორდი კოდინა, მას ბურთი ზურგში მოხვდა და კარში გავიდა.

72-ე წუთზე დიეგო კოშტამ თავისი მორიგი გოლი გაიტანა პრიმერაში, თუმცა ყველაფერი ხოსე რეიესმა გააკეთა, რომელიც მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში, მცველებს გაცდა და ბურთი იქვე დადარაჯებულ ბრაზილიელ ფორვარდს გადააწოდა.    

"ატლეტიკოს" ფეხბურთელებმა გამარჯვება ყოფილი მცველის, ხუან კარლოს არტეჩეს ხსოვნას უძღვნეს. არტეჩე 1978-დან 1989 წლამდე "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა. ის გასულ კვირაში 53 წლის ასაკში უკურნებელი სენით გარდაიცვალა.

კიკე ფლორესი (ატლეტიკო): "ძალიან რთული შეხვედრა იყო და, ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. ახლა ძალიან რთული გრაფიკი გვაქვს, ამიტომაც ფეხბურთელების ნაწილს დასვენების შანსი მივეცი".

მიჩელი (ხეტაფე): "პირველ ტაიმში ისე საზიზღრად ვითამაშეთ, პრიმერა დივიზიონის გუნდს, რომ არ ეკადრება. მეორეში კი უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ მაინც დავთმეთ შეხვედრა. გავრისკეთ, შევუტიეთ და "ატლეტიკომ" კონტრშეტევაზე იხეირა".

 


მომდევნო ტური
23 ოქტომბერი. სარაგოსა-ბარსელონა, რეალი-რასინგი, ვალენსია-მალიორკა. 24 ოქტომბერი. ალმერია-ერკულესი, ესპანიოლი-ლევანტე, ხეტაფე-სპორტინგი, ოსასუნა-მალაგა, სევილია-ბილბაო, ვილიარეალი-ატლეტიკო. 25 ოქტომბერი. სოსიედადი-დეპორტივო.


ატლეტიკო-ხეტაფე 2:0
ატლეტიკო (4-2-3-1): დე ხეა - ვალერა, პერეა, უიფალუში, ფილიპე - ასუნსაო (88. მ. სუარესი), ტიაგო - მერიდა (65. ფორლანი), რეიესი (84. რ. გარსია), სიმაო - დ. კოშტა. 
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - მ. ტორესი (46. კასკერო), დიასი, მარკანო, მანე (46. რაფა) - ვ. სანჩესი, ბოატენგი (61. გავილანი) - რიოსი, პარეხო, მანუ - კოლუნგა. 
გოლები 1:0 კოდინა (37 ს.კ.), 2:0 დ. კოშტა (72)
გაფრთხილება:პერეა, ვალერა - რიოსი, ბოატენგი, ტორესი, დიასი
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 21-16; თამაშგარე 1-2; კარში დარტყმა: 11-15 (3-8); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 53 000


ბარსელონა-ვალენსია 2:1 (იხილეთ ვიდეო)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პუიოლი, პიკე, მაქსველი - ჩავი (77. მასკერანო), ბუსკეტსი, კეიტა (86. აბიდალი) - მესი, ვილია (82. პედრო), ინიესტა.
ვალენსია (4-2-3-1): სესარი - ბრუნო, რ. კოშტა, ნავარო, ალბა - ალბელდა, ფერნანდეში - პ. ერნანდესი, ბანეგა (66. მატა), მატიო (82. ვისენტე) - სოლდადო (61. ადურისი).
გოლები 0:1 პ. ერნანდესი (37), 1:1 ინიესტა (47), 2:1 პუიოლი (62)
გაფრთხილება:კეიტა, ვალდესი - სოლდადო, ალბელდა, სესარი, ადურისი
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 9-9; თამაშგარე 9-4; კარში დარტყმა: 12-8 (8-2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 85 000


მალაგა-რეალი 1:4
მალაგა (4-3-3): გალატო - გამესი, სტადსგაარდი, ველიგტონი, მტილიგა - ფერნანდო (67. ს. სილვა), ხუანიტო, აპონიო (77. პორტილიო) - ე. რამოსი (51. ლუკე), რონდონი, ქუინსი.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, რ. კარვალიო, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია (68. პედრო ლეონი), იოზილი (80. კანალესი), რონალდო - იგუაინი (72. ბენზემა).
გოლები 0:1 იგუაინი (30), 0:2 რონალდო (45), 0:3 რონალდო (50-პენ), 1:3 სტადსგაარდი (55), 1:4 იგუაინი (65)
გაფრთხილება:ე. რამოსი, გამესი, ფერნანდო, არნაუ - ხედირა, არბელოა, კანალესი
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 8-17; თამაშგარე 4-2; კარში დარტყმა: 9-21 (1-7); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 30 000


დეპორტივო-ოსასუნა 0:0
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - ლაურე, ლოპო, კოლოტო, სეოანე - ტომასი (78. პ. ალვარესი), პერესი - როდრიგესი, ლასადი (74. დიონი), დეზმარე (83. საული) - ადრიანი.
ოსასუნა (4-1-4-1): რიკარდო - დამია, ლოლო, ფლანიო, მონრეალი - ნეკუნამი - ხუანფრანი (91. ნელსონი), ვადოცი (68. მასუდი), სორიანო, კამუნიასი - ლეკიჩი (68. კიკე სოლა).
გაფრთხილება: ლოპო, დიონი, არანსუბია - კიკე სოლა
გაძევება: კამუნიასი (34)
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 23-8 (10-2); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 13 000


ლევანტე-რეალ სოსიედადი 2:1
ლევანტე (4-2-3-1): რეინა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, დელ ორნო (66. სერა) - ხ. ტორესი, სერხიო - მუნიოსი (50. ნადალი), რ. სუარესი, ხუანლუ - კაისედო (67. ხორდა) .
რეალ სოსიედადი (4-4-2): ბრავო - მარტინესი, ანსოტეგი, მ. გონსალესი, დე ლა ბელა - პრიეტო, რივასი, არანბურუ (84. ვიგერა), გრიზმანი (64. სარპონგი) - ტამუდო (63. ზურუტუზა), ხ. ლორენტე. 
გოლები: 1:0 დელ ორნო (59), 2:0 კაისედო (65), 2:1 სარპონგი (80)
გაფრთხილება: დელ ორნო, ნანო, ხუანლუ - ანსოტეგი, გრიზმანი, არანბურუ
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 13-10 (3-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 10 000


მალიორკა-ესპანიოლი 0:1
მალიორკა (4-4-2): ავატე - რატინიო, რამისი, კრესპი, კევინი - ნსუე (57. პერეირა), მარტი, დე გუზმანი, კასტრო - ვიქტორი (57. ვებო), კავენაგი (73. სერხი).
ესპანიოლი (4-2-3-1): ალვარესი - ჩიკა, ფორლინი, რუისი, დ. გარსია - დუშერი, მარკესი (74. ბაენა) - ლ. გარსია, ვერდიუ (87. ხ. ლოპესი), კალეხონი (67. ალვარო) - ოსვალდო.
გოლი: 0:1 ლ. გარსია (31-პენ)
გაფრთხილება: კევინი, მარტი, კრესპი - ლ. გარსია, კალეხონი, დუშერი
გაძევება: ოსვალდო (35)
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 12-14 (1-7); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 12 000


რასინგი-ალმერია 1:0
რასინგი (4-4-1-1): ტონიო - ფრანსისი, ენრიკე, ტორეხონი, სისმა - კენედი, დიოპი, კოლსა, მუნიტისი (90. ბედია) - ნაუელპანი (63. ლასენი) - როზენბერგი (80. ბოლადო).
ალმერია (4-2-3-1): დ. ალვეში - მაშედო, კ. გარსია (85. ულოა), აკასიეტე, ხ. ორტისი (66. ვალერი) - მ'ბამი, ბერნარდელო - პიატი, კორონა (85. გოიტომი), კრუსატი - უჩე.
გოლი: 1:0 მუნიტისი (32)
გაფრთხილება: მუნიტისი, ენრიკე, კენედი - აკასიეტე
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 22-7; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 25-10 (14-10); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 14 000


ბილბაო-სარაგოსა 2:1
ბილბაო (4-4-2): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, უსტარიცი, კოიკილი - სუსაეტა, ხ. მარტინესი, გურპეგი, მუნიაინი (80. გაბილონდო) - ლორენტე, ტოკერო (66. ი. გომესი)
სარაგოსა (4-2-3-1): დობლასი - დიოგო, ლანსარო, კონტინი, პონსიო - გაბი, პინტერი - ბერტოლო (70. მ. პერესი), ბრაულიო, ანდერი (61. ბუტაჰარი) - სინამა-პონგოლე (81. ხ. ლოპესი).
გოლები: 1:0 ირაოლა (11), 2:0 ლორენტე (23), 2:1 ბრაულიო (93)
გაფრთხილება: სუსაეტა, უსტარიცი, სან ხოსე - პონსიო, დიოგო, სინამა-პონგოლე, პინტერი, ბრაულიო
გაძევება: პინტერი (52)
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16-16 (7-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 30 000


სპორტინგი-სევილია 2:0
სპორტინგი (4-2-3-1): ხ. პაბლო - ლორა, ერნანდესი, გრეგორი, ანხელი - რივერა, ეგურენი - კარმელო, დე ლას კუევასი, დ. კასტრო - სანგოი
სევილია (4-4-2): პალოპი - კონკო, ალექსისი, ესკუდე, ფ. ნავარო - ალფარო, რენატო, რომარიკი (54. გუარენტე), პეროტი - ლ. ფაბიანო, ნეგრედო (55. კანუტე).
გოლები: 1:0 სანგოი (6), 2:0 დ. კასტრო (51)
გაფრთხილება: ერნანდესი, სანგოი - ალექსისი, გუარენტე
მაყურებელი: 20 000

ერკულესი-ვილიარეალი დღეს

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 7 5 2 0 16-3 17
2. ბარსელონა 7 5 1 1 12-6 16
3. ვალენსია 7 5 1 1 12-6 16
4. ვილიარეალი 6 5 0 1 12-4 15
5. ატლეტიკო 7 4 1 2 12-7 13
6. ესპანიოლი 7 4 0 3 6-9 12
7. სევილია 7 3 2 2 10-8 11
8. ხეტაფე 7 3 1 3 11-10 10
9. ბილბაო 7 3 1 3 11-10 10
10. მალიორკა 7 2 2 3 5-7 8
11. სპორტინგი 7 2 2 3 8-11 8
12. ლევანტე 7 2 2 3 7-12 8
13. ერკულესი 6 2 1 3 5-6 7
14. მალაგა 7 2 1 4 13-16 7
15. სოსიედადი 7 2 1 4 7-11 7
16. რასინგი 7 2 1 4 4-8 7
17. ალმერია 7 1 3 3 5-6 6
18. ოსასუნა 7 1 3 3 4-6 6
19. დეპორტივო 7 0 4 3 3-11 4
20. სარაგოსა 7 0 3 4 6-12 3
ბომბარდირები: 5 - რონალდო (რეალი), ნილმარი (ვილიარეალი); 4 - როსი (ვილიარეალი), იგუაინი (რეალი).


სეგუნდა დივიზიონი. VIII ტური
უელვა-სალამანკა 0:2
გოლები: 0:1 მარკესი (63), 0:2 მარტინი (90-პენ)
გაძევება: ლამასი (90. უელვა)

ბეტისი-ხირონა 2:1
გოლები: 0:1 მოა (40), 1:1 როკე (54), 2:1 დორადო (69)

ალბასეტე-პონფერადინა 0:1
გოლი: 0:1 ვეგა (80-პენ)

ალკორკონი-ხერესი 3:1
გოლები: 1:0 სანსი (23), 2:0 ქუინი (27), 3:0 ქუინი (35-პენ), 3:1 კაპდევილა (70)

ხიმნასტიკი-ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 ნოლიტო (15), 1:1 ხილა (40)

უესკა-კარტახენა 0:0

ვილიარეალი-სელტა 2:2
გოლები: 1:0 ფალკე (42), 1:1 ასპასი (70), 1:2 მალო (80), 2:2 კორია (89-პენ)

გრანადა-რაიო ვალეკანო 1:1
გოლები: 1:0 გომესი (3), 1:1 აგანსო (27)
გაძევება: კასადო (90. რაიო ვალეკანო)

კორდობა-ელჩე 0:0

ვალიადოლიდი-ლას პალმასი 3:0
გოლები: 1:0 ალონსო (22-პენ), 2:0 არსო (43), 3:0 გარსია (66 ს.კ.)

ტენერიფე-ნუმანსია 1:1
გოლები: 0:1 ფლანიო (34), 1:1 ალონსო (83)
გაძევება: ბერანჟერი (75. ტენერიფე)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბეტისი 8 6 1 1 19-8 19
2. სელტა 8 6 1 1 17-8 19
3. ვალეკანო 8 6 1 1 16-7 19
4. სალამანკა 8 5 2 1 10-5 17
5. ბარსელონა B 8 5 1 2 12-11 16
6. ვალიადოლიდი 8 4 3 1 16-6 15
7. ალკორკონი 8 4 2 2 13-11 14
8. ლას პალმასი 8 3 4 1 14-10 13
9. ხერესი 8 4 0 4 11-12 12
10. გრანადა 8 3 2 3 10-11 11
11. ელჩე 8 3 2 3 5-8 11
12. ვილიარეალი B 8 3 1 4 11-15 10
13. კორდობა 8 2 3 3 10-11 9
14. ალბასეტე 8 2 3 3 6-7 9
15. კარტახენა 8 2 3 3 13-10 9
16. ნუმანსია 8 2 2 4 9-10 8
17. ხირონა 8 2 1 5 12-15 7
18. უესკა 8 1 3 4 5-11 6
19. პონფერადინა 8 1 3 4 4-14 6
20. ხიმნასტიკი 8 1 2 5 7-11 5
21. უელვა 8 0 4 4 3-12 4
22. ტენერიფე 8 0 2 6 6-16 2
ბომბარდირები: 7 - ქუინი (ალკორკონი); 6 - დ. როდრიგესი (სელტა); 5 - გუერა (ვალიადოლიდი), ტოჩე (კარტახენა).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
აეეეე!!! აიწყვიტა სამეფო გუნდმაა!!! გვდიონ ეხლა კულეებმაა!!:))))
მაურინიო რო დაუბრუნებდა ძველ ელვარებას "ბლანკოსებს" დარწმუნებული ვიყავი!! ტრიპლეტების და ტიტულების დროე მგლებო!!! ჰალაადრიიდ!!! ჰალაბლანკოოს!!!!!
el capitan
16:54 18-10-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული